როგორიც გვსურს ვიყოთ ლოცვის ჟამს, ისეთი უნდა ვიყოთ ლოცვის წინა პერიოდში. ჩვენი სული ლოცვის დროს აუცილებლად ღებულობს წინარე მდგომარეობის განწყობას და ლოცვის დროს ზეცად აღიტაცება, ანდა ჩაეფლობა მიწიერში იმავე ზრახვებით, რითაც ლოცვამ...
იხილეთ სრულად
როგორიც გვსურს ვიყოთ ლოცვის ჟამს, ისეთი უნდა ვიყოთ ლოცვის წინა პერიოდში. ჩვენი სული ლოცვის დროს აუცილებლად ღებულობს წინარე მდგომარეობის განწყობას და ლოცვის დროს ზეცად აღიტაცება, ანდა ჩაეფლობა მიწიერში იმავე ზრახვებით, რითაც ლოცვამდე იყო გართული
ის, რითაც იყო ჩვენი სული დაკავებული ლოცვამდე, აუცილებლად ჩნდება მეხსიერებაში ლოცვის ჟამსაც. ამიტომ ლოცვის დაწყებამდე საკუთარი თავი ისეთ მდგომარეობამდე უნდა მოვიყვანოთ, როგორშიც გვინდა, - ვიყოთ ლოცვის დროს.
ჭეშმარიტი ლოცვა ბაგეების მოძრაობაში კი არ მდგომარეობს, არც - მუხლის მოყრასა და ხელების აპყრობაში; იგი თავისთავად უნდა აღმოხდეს ადამიანს და შემოქმედის წინაშე სული თითქოს უნაზესი გუნდრუკივით უნდა იკმეოდეს; ამ აზრით შინაგანი ლოცვა, რ...
იხილეთ სრულად
ჭეშმარიტი ლოცვა ბაგეების მოძრაობაში კი არ მდგომარეობს, არც - მუხლის მოყრასა და ხელების აპყრობაში; იგი თავისთავად უნდა აღმოხდეს ადამიანს და შემოქმედის წინაშე სული თითქოს უნაზესი გუნდრუკივით უნდა იკმეოდეს; ამ აზრით შინაგანი ლოცვა, რომელიც სიტყვებით არ არის გამოხატული, საუკეთესოა და ლოცვაში ამგვარ სრულყოფილებას უნდა მივაღწიოთ. მაგრამ ვის შეუძლია, ასე ილოცოს პირველივე ჯერზე, როგორც კი ამას მოისურვებს?! ვის შეუძლია, უცებ გადავიდეს განბნეულობიდან საკუთ...
ლოცვის დასაწყისი იმაში მდგომარეობს, რომ განიდევნოს შემოსული ზრახვები - მათი გამოჩენისთანავე; მისი შუაგული ისაა, რომ გონება გადართულია სიტყვაბში, რომელსაც წარმოვთქვამთ ანდა ვფიქრობთ; ლოცვის სრულყოფილება კი მისი უფალთან ატაცებაა.
ნუ შეწყვეტ ლოცვას, ვიდრე არ დაინახავ, რომ ცეცხლი და ცრემლების წვიმა არ მოიპოვე. იქნებ მთელი ცხოვრების მანძილზე აღარც მოგეცეს ასეთი დრო ცოდვათა მიტევებისათვის