წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, ამონარიდები
ეშმაკნი დასაბამითგან იყვნენ ანგელოზნი, ნათლით შემოსილნი. მაშასადამე, რამ წაახდინა და რამ დაამახინჯა მათი ბუნება ამ ზომად? – ცოდვამ, ღვთის წინააღმდეგობამ. იგინი განდრკნენ ღვთისაგან, შეიქმნენ ღვთის ურჩნი და შეიყვარეს ღვთის წინააღმდე... იხილეთ სრულად
სამწუხაროდ არიან მრავალნი ერისაგანნი პირნი, რომელთ ფრიად უყვართ გამტყუნება, დაწუნება და განკითხვა სამღვდელო პირთა. მართალია, ძმანო ჩემნო, რომელ სამღველოთა პირთაგანნიცა არიან დასაწუნებელნი და გასამტყუნებელნი, გარნა ძმაო, როდესაც ნა... იხილეთ სრულად
ნუ იყოფინ, რომ მარტო მოყვარე და მონათესავე გიყვარდეს და სხვა არა. ვისაც მარტო ნათესავი ანუ მოყვარე უყვარს და სხვა არა, მას დიდი მადლი არა აქვს. ნათესავის და კეთილისმყოფელის სიყვარული პირუტყვთაც კი აქვს, ნათესავის სიყვარულს ბუნებით... იხილეთ სრულად
ჩვენი სულიერი წარმატება და განათლება მოითხოვს, რომ დიდი ერთობა და მინდობილობა იყოს სასულიერო და საერო წოდებათა შორის, ანუ მღვდელთა და ერთა შორის.
პავლე მოციქული, ეპისტოლესა შინა თვისსა ეფესელთა მიმართ, ქრისტიანულს საზოგადოებასა დაამსგავსებს კაცის სხეულს. როგორადაც კაცის სხეულში არის მრავალნი ასონი, გარნა ისინი შეადგენენ ერთსა სხეულსა. როდესაც ერთი რომელიმე ასო ასტკივდება კა... იხილეთ სრულად
ქრისტიანე სიყვარულსა თვისსა მოყვსისადმი არ უნდა დააფუძნებდეს ამ სოფლის კავშირსა ანუ ანგარიშსა ზედა, არამედ ყოველი კაცი უყვარდეს მისთვის, რომელ იგი არის კაცი, ადამიანი.
შენი მოყვასი ის კი არ არის, ძმაო, რომელიც გეფერება და დაგიახლოვდება მხოლოდ მაშინ, როდესაც შენ ხარ ბედნიერი და კმაყოფილი, როდესაც შენ არ გეჭირვება მისი შემწეობა, არამედ მას სურს შენგან სარგებლობა. კეთილი და ქრისტიანული მოყვასი გამო... იხილეთ სრულად
ჩვენ ხშირად შევცდებით მისთვის, რომ არ განვიცდით გულსა და ხასიათსა კაცისასა, არამედ მივხედავთ მხოლოდ მისსა გარემოებასა და ლაპარაკსა. ზოგიერთის კაცის გარეშეობა და ლაპარაკი სრულად არ ეთანხმება შინაგანსა მისსა ხასიათსა. ზოგი კაცი ყოვე... იხილეთ სრულად
ღმერთი არის უხილავი, კაცს არ უნახავს იგი; გარნა უკეთუ ჩვენ გვიყვარს ურთიერთი, მაშინ ღმერთი ჩვენს შორის არს.
სიყვარული არს ნიჭი ღვთისა, თვით იგი არს ჩვენი მასწავლებელი და განმანათლებელი, და რომელიცა ჰგრძნობს გულსა შინა თვისსა ესრეთსა სიყვარულსა, იგი მხოლოდ იცნობს ღმერთსა.