წმ. მაქსიმე აღმსარებელი - ციტატები, გამონათქვამები
წმ. მაქსიმე აღმსარებელი - ციტატები, გამონათქვამები წმ. მაქსიმე აღმსარებელი | გამონათქვამები
85. ზოგიერთები ამბობენ, რომ დემონები, რომლებიც ძილის დროს ჩვენი სხეულის სასირცხო ნაწილებს ეხებიან, სიძვის ვნებას აღძრავენ; შემდეგ აღძრულ ვნებას მეხსიერების მეშვეობით გონებაში დედაკაცის წარმოსახვა შემოაქვს. სხვები ამბობენ, რომ თავად დემონები დედაკაცის სახით ეცხადებიან გონებას, შემდეგ კი, ეხებიან რა სხეულის სასირცხო ნაწილს, დედაცაცის წადილს აღძრავენ; ამგვარი ოცნებებიც არსებობს. ზოგი კიდევ ფიქრობს, რომ მოახლოებულ დემონში რომელი ვნებაც არსებობს, იმავეს აღძრავს ადამიანშიც, ამგვარად აღინთება სულში გულისთქმები და მეხსიერების მეშვეობით შემოაქვს წარმოსახვანი. სხვა ვნებიან ოცნებათა შესახებ. ზოგი ამბობს, რომ ასე ხდება, ზოგი კიდევ - ისე. მაგრამ დემონები ვერც ერთი ზემოთქმული ხერხით ვერ შეძლებენ რაიმე ვნების აღძვრას, ვერც მღვიძარების ჟამს, ვერც ძილში, თუკი სულში სიყვარული და თავშეკავება სუფევს.
84. გულისთქმათა შორის ზოგი მარტივია, ზოგი კი - რთული. მარტივია უბიწოება, ხოლო რთულია ვნებანი, ისევე როგორც ვნებებით გამოწვეული ფიქრებია რთული. ამასთანავე იმის დანახვაც შეიძლება, რომ მრავალ მარტივს რთული მოსდევს მაშინ, როცა გულისთქმა იქითკენ ისწრაფვის, რომ ფიქრით შესცოდოს. მაგალითისათვის ავიღოთ ოქრო. ვიღაცას გონებაში ვნებიანი გულისთქმა აქვს ოქროს მიმართ და ცდილობს, ფიქრში მოიპაროს იგი, მან გონებაში უკვე აღასრულა ცოდვა. ზოგჯერ ოქროს მოგონებას მოჰყვება ქისის, სკივრის, საკუჭნაოს და სხვათა გახსენება. პირველ შემთხვევაში ოქროს მოგონება იყო რთული, რამეთუ ვნებას უკავშირდებოდა, ხოლო ქისის, სკივრის და სხვათა - უმწიკვლო, რადგან გონებას მათდამი ვნება არ ჰქონია. იგივე ემართება ყველა გულისთქმას, მაგალითად, პატივმოყვარეობის გულისთქმას, დედაკაცისადმი გულისთქმას და სხვას. ყველა გულისთქმა, რომელიც ვნებიან გულისთქმას მოსდევს, არაა ვნებიანი, როგორც მაგალითშია ნაჩვენები. აქედან შეიძლება გავიგოთ, თუ რომელი გულისთქმაა ვნებიანი და რომელი - არა.
თემა: აზრები, ზრახვები, გულისსიტყვები, ვნებებიავტორი: წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წყარო: ოთხი ასეული თავი სიყვარულის შესახებ
82. ზოგიერთები ამბობენ, რომ ქმნილებებში ბოროტება არ იქნებოდა, რომ არა გარკვეული გარეგანი ძალა, რომელიც ბოროტებისაკენ გვიბიძგებს. მაგრამ ეს ძალა სხვა არაფერია, თუ არა ჩვენივე დაუდევრობა იმაში, რომ გონება ბუნებრივად მოქმედებდეს. ამიტომ ვინც ამაზე ზრუნავს, ყოველთვის სიკეთეს იქმს და არასდროს - ბოროტებას. ამრიგად, აღმოფხვერი დაუდევრობა და, ამასთან ერთად, მოაშთობ ბოროტებასაც, რაც ზრახვათა უკეთური გამოყენებაა და რომელსაც საგნების ბოროტი გამოყენება ახლავს თან.
81. სული შემდეგი ხუთი განზრახვით განუდგება ცოდვას: ან ადამიანური შიშის გამო, ან სასჯელის შიშიდან გამომდინარე, ან მომავალი სამსჯავროს გამო, ან ღვთის სიყვარულიდან გამომდინარე და ბოლოს სინდისის ქენჯნის გამო.
თემა: ცოდვა, სინდისი, საშინელი სამსჯავრო, სიყვარული ღვთისადმიავტორი: წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წყარო: ოთხი ასეული თავი სიყვარულის შესახებ
78. ნუ გამოიყენებ ბოროტად აზრებს, რათა აუცილებლობის შემთხვევაში საგნებიც ბოროტად არ გამოიყენო, რამეთუ ჯერ თუ გონებით არ შესცოდე, საქმით არასდროს შესცოდავ.
თემა: ცოდვა, აზრები, ზრახვები, გულისსიტყვები, გონებაავტორი: წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წყარო: ოთხი ასეული თავი სიყვარულის შესახებ
77. ცოდნა თავისი ბუნებით, ჯანმრთელობის მსგავსად, სიკეთეა. მაგრამ ბევრს ამის საპირისპირომ მოუტანა სარგებლობა, რადგან ბოროტთათვის ცოდნას სიკეთე არ მოაქვს, თუმცა, როგორც ითქვა, ის თავისი ბუნებით სიკეთეა. მსგავსად ამისა, მათთვის არასასიკეთოა ჯანმრთელობაც, სიმდიდრეც, სიხარულიც, რამეთუ ამათ ისინი მათდა სასიკეთოდ ვერ იყენებენ. ასეთთათვის ამათი საწინააღმდეგოა სასარგებლო და შესაბამისად ეს (ე.ი. საწინააღმდეგო) აღნიშნული შემთხვევაში არაა ბოროტება, თუმცა კი ბოროტებად გვეჩვენება.
თემა: განათლება, ცოდნა, სიკეთე, ბოროტებაავტორი: წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წყარო: ოთხი ასეული თავი სიყვარულის შესახებ
76 აღნიშნულ შემთხვევათაგან ზოგი იმის გამო ხდება, რაც სულშია, ზოგი - იმის გამო, რაც სხეულშია, ზოგიც - იმის გამო, რაც სხეულის მახლობლადაა. სულში ცოდნა და უმეცრება, ხსოვნა და გულმავიწყობა, სიყვარული და სიძულვილი, შიში და სიმამაცე, სიხარული და მწუხარებაა და სხვა; სხეულში განსვენება და დაღლილობა, მგრძნობიარობა და გრძნობათა მოდუნება, ჯანმრთელობა და ავადმყოფობა, სიცოცხლე და სიკვდილია და მისი მსგავსნი; ის რაც სხეულის მახლობლადაა შვილიერება და უშვილობა, სიმდიდრე და სიღარებე, დიდება და უბრალოებაა და სხვა. ამათგან, ადამიანთა თვალსაზრისით, ზოგი სიკეთეა და ზოგი - ბოროტება, მაშინ სინამდვილეში როცა არც ერთია ბოროტება, არამედ ბოროტია ან კეთილი იმის მიხედვით, თუ როგორ გამოიყენება.