ზარმაცს სიცივეში ხვნა ეზარება, მოსავლის დროს კი მოიკითხავს, მაგრამ არაფერი ექნება.
თ. 20-21
ზარმაცი ხელი აღარიბებს, ხოლო გამრჯეთა ხელი ამდიდრებს.
თ. 8-10
აი, რას ამბობს სულიწმიდა ზირაქის სიბრძნეში: "მრავალ ბოროტებას ასწავლის უსაქმურობა". ეშმაკმა, თითქოსდა, თავისი სკოლა გახსნა მზაკვრობისა და ბოროტებისა და რადგან თავად არ სურდა ბოროტების სწავლება ადამიანისათვის, თავის მაგივრად მასწავ...
იხილეთ სრულად
აი, რას ამბობს სულიწმიდა ზირაქის სიბრძნეში: "მრავალ ბოროტებას ასწავლის უსაქმურობა". ეშმაკმა, თითქოსდა, თავისი სკოლა გახსნა მზაკვრობისა და ბოროტებისა და რადგან თავად არ სურდა ბოროტების სწავლება ადამიანისათვის, თავის მაგივრად მასწავლებლად უსაქმურობა დააყენა, რათა მას ეშმაკის ნაცვლად ეკითხა ეს ლექციები. ადამიანები კი ამ სკოლაში ცოდვებს სწრაფად და ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე სწავლობენ. ცოდვებს იქ ყველა ადამიანი იმეცნებს, მაგრამ სწავლაში განსაკუთრებ...
link
უმთავრესი უძლურება ესაა უსაქმურობა, დაუდევრობა, უდებება, გაუფრთხილებლობა. ეს მთელი ჩვენი არსების ის საოცარი სიზარმაცე და პასიურობაა, რომელიც ყოველთვის დაბლა გვეწევა და ზემოთ არასოდეს აღგვამაღლებს, რომელიც გამუდმებით გვარწმუნებს, რ...
იხილეთ სრულად
უმთავრესი უძლურება ესაა უსაქმურობა, დაუდევრობა, უდებება, გაუფრთხილებლობა. ეს მთელი ჩვენი არსების ის საოცარი სიზარმაცე და პასიურობაა, რომელიც ყოველთვის დაბლა გვეწევა და ზემოთ არასოდეს აღგვამაღლებს, რომელიც გამუდმებით გვარწმუნებს, რომ შეუძლებელია და ამავე დროს არასასურველია რაიმე შეიცვალოს. ესაა ჩვენში ჭეშმარიტად ღრმად ფესვებგადგმული ცინიზმი, რომელიც ნებისმიერ სულიერ მოხმობაზე პასუხობს - "რისთვის?" და რომლის წყალობითაც მთელი ცხოვრების განმავლობაში ...
link
უგულისყურო და ზარმაცი ლოცვა ამაოდმეტყველებაა
მოიპოვე ბეჯითობა, ეს დიდი საუნჯე სიბრძნისა; და განეშორე სიზარმაცეს, ყოველივე უბედურების შესაკრებელს.
აიძულეთ ზარმაცი, იმუშაოს და მას სულ მალე გააოცებს შრომისადმი თავისი წინანდელი სიძულვილი.
ვაი ზარმაცს! იგი იმ დროის გამო ზღავს, რომელიც ცუდად გამოიყენა და უკვე ვეღარ იპოვის.
მადლი არის უფლის ტალანტი, რომელიც ერთგულ და გულმოდგინე მონას ამდიდრებს, ორგულ და ზარმაცს კი დასჯის და განეშორება.
ლოცვისა და საერთოდ ღვთისა და მოყვასისათვის გარჯის დაზარება იწყება ადამიანის სტომაქიდან, რომელიც ყოველდღიურად მსუყედ იკვებება.