წუთისოფლის ამაოება - ციტატები, გამონათქვამები
წუთისოფლის ამაოება - ციტატები, გამონათქვამები წუთისოფლის ამაოება, გამონათქვამები, ციტატები
მზის ყოველი სხივი, რომელიც იშვიათად გამოანათებს ღრუბლებიდან და სწრაფადვე ამოეფარება მათ, სიხარულის მსწრაფლწარმავალობას, მიწიერი ბედნიერების უხანობას მოგვაგონებს.
ხდება ხოლმე, რომ ვინც ერთ დღეს ეტლით მგზავრობს, მეორე დღეს ჯურღმულში აღმოჩნდება.
ბედნიერება მსწრაფლწარმავალია: ვინ შეინარჩუნებს მას? - ვინ აღუდგება წინ, რომ ნათელი დღის ბრწყინვალება დროთა განმავლობაში არ გაფერმკრთალდეს. არ დაიჩრდილოს და უკუნი არ გაბატონდეს ჭექა-ქუხილთან ერთად იმ ადგილას, სადაც ეს-ესაა ნათლის ბ... იხილეთ სრულად
ყოველივე მიწიერი ცვალებადია, ჩრდილივით ქრება, ტალღასავით ჩაივლის, ჭკნება, როგორც ყვავილი, კვამლივით გაიფანტება.
ნუ შეიყვარებთ ამ ქვეყანას, ნურც ამ ქვეყნიურს რასმე. ვისაც ეს ქვეყანა უყვარს, მამის სიყვარული არ არის მასში. ვინაიდან ამქვეყნად ყველაფერი - გულისთქმა ხორცის, გულისთქმა თვალის და სიამაყე არსებობისა, მამისაგან კი არ არის, არამე... იხილეთ სრულად
ჩრდილსა და ბორბალს ჰგავს ცხოვრებისეული მწუხარება და სიხარული, რადგან ჩრდილივით მარადიული არ არის და ბორბალივით ბრუნავს.
ერში ცხოვრებითაც შესაძლებელია, არაამსოფლიური იყო. მაგრამ ყოფითი საზრუნავებით, გამუდმებული განსაცდელებითა და ცოდვაში ჩავარდნებით განა შეიძლება, იმედოვნებდე, მიაღწიო ისეთ ზნეობრივ სრულყოფილებას, სათნოების ისეთ სიწმიდეს, რომელსაც გპი... იხილეთ სრულად
როდესაც ჩიტები ჰაერში მაღლა დაფრინავენ, მათ მახით ვერ დაიჭერ; ასევე შენც ვერ დაგიჭერს ვნებებისა და საცდურების მახეები, როდესაც ზეცად ამაღლდები. ვინც მთის წვერზე ავიდა, მას ქალაქი და მისი გალავანი მცირედ მოეჩვენება, მიწაზე მოსიარულ... იხილეთ სრულად
სოფელს სჩვევია ჭეშმარიტების გზიდან ჩვენი აცდენა, მაგრამ მიზანთან იგი არასოდეს მიგვიყვანს; მას ძალუძს წყურვილის გაღვიძება, მაგრამ სულის დარწყულება არ შეუძლია; ყველაფერს გვპირდება, მაგრამ ბოლოს, უმეტესწილად, ყველაფერს თვითონვე გვართ... იხილეთ სრულად
ამჟამინდელი, დაცემული სოფელი ჰგავს ძალზე მდიდარ, უზადო გემოვნებით გაკეთებულ, მაგრამ გაუმართავ საათს. მასში ყველაფერია, რაც ადრე იყო და რაც უნდა იყოს, მაგრამ მასში არ არის ჰარმონიულობა და მარადიულობა. ამიტომ ვინც მოინდომებდა, ამ სა... იხილეთ სრულად