ბოროტი აზრები, ზრახვები, გულისსიტყვები - ციტატები, გამონათქვამები
გაექეცი ცოდვიან აზრებს, მოიკვეთე წარმოდგენა – პროვოცირების კერპი, რადგან „ყოვლისმცოდნე" სატანა ცდილობს შენს შემოქმედს – ღმერთს – მოგაცილოს.
ეშმაკის მიერ მოწოდებული გულისსიტყვების უგულებელყოფა ცხონებას მოგვიტანს. ამისთვის სიმდაბლე საუკეთესო საშუალებაა; გულისსიტყვებთან შეპასუხებით ბრძოლა თავიდან აიცილო და ლოცვით ქრისტეს შეუვრდე – ეს არის სიმდაბლე. ასეთი გულისსიტყვები... იხილეთ სრულად
ვნებებიდან მომდინარე გულისსიტყვებს ყურადღებას ნუ მიაქცევ, სრულებით უგულებელყავი ისინი, რადგან ბოროტის სისაძაგლე სახეზე აწერიათ.
ნებისმიერი ბოროტი გულისსიტყვის მოახლოებისას აუცილებელია მაშინვე ვთქვათ იესოს ლოცვა. როცა ამგვარად გავუმკლავდებით გრძნობებისა და ეშმაკისგან მომდინარე გულისსიტყვებს, ძალიან სწრაფად შევიგრძნობთ საცნობელთა მარხვისგან მიღებულ სიხარულსა... იხილეთ სრულად
შვილო, განდევნე ბოროტი გულისსიტყვები, რომლებსაც ეშმაკი გაწვდის და მათი მიღებისკენ გიბიძგებს. ნუ მიაქცევ ყურადღებას ძმათმოძულეობის გულისსიტყვებს, რადგან მათი მიზანია უდიდესი სათნოება – სიყვარული წაგართვან და თუ ამას მიაღწევენ, სრულ... იხილეთ სრულად