როგორც კი დავხუჭავთ სხეულის თვალებს, გონების თვალები აგვეხილება და თითქოს ძილიდან გამოგვეღვიძება ამ ცხოვრებიდან იქაურში. მაშინ დაინახავ მშობლებს, და-ძმას, ნათესავებს. მაშინ დაინახავ ანგელოზებს, წმიდანებს. ყოველთა ნეტარ დედას, წმიდ...
იხილეთ სრულად
როგორც კი დავხუჭავთ სხეულის თვალებს, გონების თვალები აგვეხილება და თითქოს ძილიდან გამოგვეღვიძება ამ ცხოვრებიდან იქაურში. მაშინ დაინახავ მშობლებს, და-ძმას, ნათესავებს. მაშინ დაინახავ ანგელოზებს, წმიდანებს. ყოველთა ნეტარ დედას, წმიდა ქალწულსა და ღმრთისმშობელს, რომელსაც ყოველწამს მოვუხმობთ და ვისი წყალობითაც გვაქვს ყველაფერი.
მიუხედავად მეცნიერულ-ტექნიკური დიდი წინსვლისა, არ შეგვიძლია თავი დავაღწიოთ სიკვდილს. რატომ? ჩვენ ხომ ყოვლისშემძლენი ვართ? სინამდვილე კი სხვა არის. უფალი ეუბნება მოსეს: "მე ვკლავ და მე ვაცოცხლებ" (II რჯ.32,39). იობის წიგნშიც იგივე ...
იხილეთ სრულად
მიუხედავად მეცნიერულ-ტექნიკური დიდი წინსვლისა, არ შეგვიძლია თავი დავაღწიოთ სიკვდილს. რატომ? ჩვენ ხომ ყოვლისშემძლენი ვართ? სინამდვილე კი სხვა არის. უფალი ეუბნება მოსეს: "მე ვკლავ და მე ვაცოცხლებ" (II რჯ.32,39). იობის წიგნშიც იგივე აზრია: სიცოცხლე "უფალმა მომცა, უფალმა წაიღო" (იობი 1,21).
93. თავისთავად სიკვდილი ღვთისაგან განშორებაა; სიკვდილის ნესტარი კი ცოდვაა, რომლის აღსრლებითაც ადამი ერთდროულად განიდევნა ცხოვრების ხიდანაც, სამოთხიდანაც და ღვთისგანაც, რასაც თან გარდუვალი სიკვდილი მოჰყვა. ცხოვრება ხომ სინამდვილეში...
იხილეთ სრულად
93. თავისთავად სიკვდილი ღვთისაგან განშორებაა; სიკვდილის ნესტარი კი ცოდვაა, რომლის აღსრლებითაც ადამი ერთდროულად განიდევნა ცხოვრების ხიდანაც, სამოთხიდანაც და ღვთისგანაც, რასაც თან გარდუვალი სიკვდილი მოჰყვა. ცხოვრება ხომ სინამდვილეში არის ის, ვინც გვეუბნება: "მე ვარ ცხოვრება" (იოან.14,6). მან მკვდრეთით მყოფმა, კვლავ განაცოცხლა მკვდარი.
"უფლის შიში სიცოცხლის წყაროა, სიკვდილის საფრთხისაგან გამომხსნელი" (იგავ.14,27), - ბრძანებს წმინდა წერილი. ამიტომაც ქრისტიანს აღარ აშინებს სულისა და ხორცის გაყრა, არამედ გარდაცვალებაში ხედავს მიწიერი ცხოვრების გამოცდის დასრულებას დ...
იხილეთ სრულად
"უფლის შიში სიცოცხლის წყაროა, სიკვდილის საფრთხისაგან გამომხსნელი" (იგავ.14,27), - ბრძანებს წმინდა წერილი. ამიტომაც ქრისტიანს აღარ აშინებს სულისა და ხორცის გაყრა, არამედ გარდაცვალებაში ხედავს მიწიერი ცხოვრების გამოცდის დასრულებას და ღმერთთან მყოფობის დასაწყისს.
ვისაც სულიერი თვალი აეხილება, ხორციელ სიკვდილში შეიცნობს მარადიულ სიცოცხლეს და მიწიერ ყოფაში, - მარადიული სიკვდილის საშიშროებას. ამიტომაც მისთვის გადამრჩენელი ხდება შიში ღვთისა, რათა ცოდვა მოიძულოს, სიკეთეში განმტკიცდეს და სინანულ...
იხილეთ სრულად
ვისაც სულიერი თვალი აეხილება, ხორციელ სიკვდილში შეიცნობს მარადიულ სიცოცხლეს და მიწიერ ყოფაში, - მარადიული სიკვდილის საშიშროებას. ამიტომაც მისთვის გადამრჩენელი ხდება შიში ღვთისა, რათა ცოდვა მოიძულოს, სიკეთეში განმტკიცდეს და სინანულის მადლით განიწმინდოს.