სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები

სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

ნუ შესთხოვ უფალს ამაოსა და მცირედმნიშვნელოვანს, მითუმეტეს იმას, რაც ჩვენი სულისათვის, შესაძლოა, დამღუპველი იყოს, მაგალითად, სიმდიდრეს, პატივს და სხვა მის მსგავსს. ასეთი ლოცვა არა მხოლოდ უნაყოფოა ჩვენთვის, არამედ ცოდვადაც შეიძლება შეგვერაცხოს - როგორც ღვთის განმარისხებელი. ნუ შესთხოვ უფალს ამაოსა და

უფალს ის კი არ უნდა ვთხოვოთ, რაც ჩვენ გვინდა, არამედ ის, რაც მას სურს; ეს ყველაზე უტყუარი საშუალებაა იმისათვის, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი მივიღოთ. უფალს ის კი არ უნდა ვთხოვოთ, რაც ჩვენ გვინდა

ნუ ილოცებ, რომ მოგენიჭოს, რაც შენთვის კარგი გგონია; არამედ ის - რაც ღვთისთვის სათნოა, რამეთუ მან შენზე უკეთ უწყის, რა არის შენთვის სასარგებლო. ნუ ილოცებ, რომ მოგენიჭოს, რაც შენთვის კარგი

ლოცვის დროს ყველაზე უკეთესი და უსაფრთხოა, საკუთარი თავი სრულად მივანდოთ უფალს, ანუ ვთხოვოთ მას ის, რაც თვით მისთვის სათნოა ჩვენთვის საბოძებლად - ჩვენი სხეულის, სულისა და სამშვინველის გამო. ლოცვის დროს ყველაზე უკეთესი და უსაფრთხოა

უფალი ხშირად გვაძლევს მრისხანებით იმას, რაზეც წყალობით უარს გვეუბნება უფალი ხშირად გვაძლევს მრისხანებით იმას, რაზეც

როდესაც რაიმე ბოროტს ვთხოვთ უფალს, იგი თავის მრისხანებას გამოაჩენს, როდესაც ჩვენს სათხოვარს ასრულებს და მოწყალებას გამოიჩენს, როდესაც არ აღასრულებს მას. როდესაც რაიმე ბოროტს ვთხოვთ უფალს, იგი თავის

თუ უფალი არ აკეთებს იმას, რაც შენ გსურს და სთხოვ, მაინც დარწმუნებული იყავი, რომ იგი გიმზადებს და უდავოდ მოგცემს რაღაც უკეთესს, შენთვის უფრო სასარგებლოს. თუ უფალი არ აკეთებს იმას, რაც შენ გსურს და

ზოგჯერ მრავალგზის თხოვნის შემდეგაც უფალი არ გვაძლევს, რასაც ვითხოვთ, მაგრამ მაშინ იგი გვაძლევს იმას, რაც გაცილებით მნიშვნელოვანია. წმიდა პავლე სთხოვდა უფალს, დაეფარა განსაცდელისაგან - და მას განსაცდელები არ ელეოდა; მაგრამ როდესაც იგი ლოცულობდა, უფალი აძლევდა მადლს, რომლის საშუალებითაც იგი ახოვნად მოღვაწეობდა (2 კორ. 12, 7-9). ასე რომ, განა უფალმა პავლესი არ ისმინა? ზოგჯერ მრავალგზის თხოვნის შემდეგაც უფალი არ

თუ ყოვლადმოწყალე ზეციური მამა ხილულად არ აღასრულებს შენს სურვილს, მაინც, უეჭველია, უხილავად ზრუნავს შენს კეთილდღეობაზე უფრო მეტად, ვიდრე შენ შეგიძლია, შეიცნო და წარმოიდგინო. თუ ყოვლადმოწყალე ზეციური მამა ხილულად არ

უფალს ყოველთვის ესმის ჩვენი ლოცვა, და თუ ზოგჯერ ჩვენი სურვილისამებრ არ აღასრულებს, მაინც ყოველთვის ჩვენს სასარგებლოდ იქმს. უფალს ყოველთვის ესმის ჩვენი ლოცვა, და თუ

სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები

2