სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები

სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

როგორც წვიმა ააღორძინებს თესლს, ასევე საეკლესიო მსახურება განამტკიცებს სულს სათნოებაში. როგორც წვიმა ააღორძინებს თესლს, ასევე

ქრისტიანული ტაძარი მადლის საუნჯე და ღვთისმოსაობის სასწავლებელია ქრისტიანული ტაძარი მადლის საუნჯე და

შეიძლება ითქვას, რომ იმდენად ადამიანი კი არ აშენებს ტაძარს და უფალს უძღვნის მას, რამდენადაც თვით უფალი ჩუქნის თავის ტაძარს ადამიანს. შეიძლება ითქვას, რომ იმდენად ადამიანი კი არ

ყოფით ურთიერთობებშიც თუ ცნობილი პირი გარკვეული დროით საკმარისი მიზეზების გარეშე არ მიდის წარჩინებულ სახლში, ამას ისე იგებენ, რომ ამ პირისთვის ძვირფასი არ არის ეს სახლი და მასთან ურთიერთობას წყვეტს. განა იგივე არ ხდება, როდესაც ქრისტიანი სადღესასწაულო დღეებში, რომელიც ეკლესიამ ტაძარში მისასვლელად და საყოველთაო ლოცვისათვის დაადგინა, ან იშვიათად ესწრება, ან საერთოდ არ დადის ღვთის ტაძარში და არ სურს საყოველთაო ღვთისმსახურებაში მონაწილეობა? განა არ არის ეს მისი მხრიდან აშკარა სიცივის ნიშანი ღვთის მცნებების მიმართ, ანდა - მათი დარღვევა? ყოფით ურთიერთობებშიც თუ ცნობილი პირი

შეგიძლია, წყალი დალიო საკუთარ სახლში; არ არის საჭირო, რომ დროდადრო მოდიოდე მის დასალევად წყაროსთან ან მდინარესთან; ამის მსგავსად, შეგიძლია, შენს სახლში, შენი გულის პატარა ტაძარში იგემო ლოცვა მადლის წყაროსაგან; მაგრამ საჭიროა, რომ დროდადრო მოდიოდე, რათა იგემო მადლის წყარო ღვთის ტაძარში, სადაც იგი განსაკუთრებით ცოცხალი და მაცოცხლებელია, როგორც წყაროს წყალში და უხვი - როგორც მდინარეში. შეგიძლია, წყალი დალიო საკუთარ სახლში; არ არის

თუ ტაძრის აშენებაში გულმოდგინე ხარ, აშენებული ტაძრის მიმართაც იგივე გრძნობა უნდა გქონდეს. თუ ტაძრის აშენებაში გულმოდგინე ხარ, აშენებული

არცთუ იშვიათად ხდება, რომ მკვეთრად ანთია ჩვენი სანთელი წმიდა ხატის წინ, გულში კი ცოტა სითბო და სანთელი გვაქვს. არცთუ იშვიათად ხდება, რომ მკვეთრად ანთია

თუ ღვთის ტაძარში მოდიხარ, უპირველესად აანთე სანთელი საკუთარ გულში (ლუკ. 12, 35), დაუნთე ხილულად მეორე, თუ შეძლებ (2 კორ. 9, 7) ღმერთს, ანდა - მის წმიდანს და გულმოდგინედ ილოცე, ვიდრე სანთლები იწვიან. თუ ღვთის ტაძარში მოდიხარ, უპირველესად აანთე

როდესაც ღვთის ტაძრის კარში შედიხარ, უკან მოიტოვეთ ყოველივე საერო და მიწიერი. როდესაც ღვთის ტაძრის კარში შედიხარ, უკან

წარმოიდგინე, რომ ვიღაც, მეფის წინაშე წარსდგა და ესაუბრება მას, მაგრამ მონის ძახილზე ტოვებს მეფეს და მასთან იწყებს საუბარს; ასეთია ისიც, ვინც საუბრობს და დაბნეული ხდება ღვთისმსახურების დროს წარმოიდგინე, რომ ვიღაც, მეფის წინაშე წარსდგა

სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები

2