სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები

სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

თუ შენი გული მორჩილების ზეთით ავსებული და ღვთის სიყვარულის ცეცხლით ანთებული კანდელი არ არის, მაშინ უსარგებლოდ ანთებ ტაძარში კანდელს! თუ შენი გული მორჩილების ზეთით ავსებული და

ზოგიერთნი, ტაძარში დგომისას უფალთან მაცხოვნებელი საუბრის ნაცვლად ადამიანებთან ამაოდმეტყველებენ. ზოგიერთნი, ტაძარში დგომისას უფალთან

წარმოიდგინე, რომ ვიღაც, მეფის წინაშე წარსდგა და ესაუბრება მას, მაგრამ მონის ძახილზე ტოვებს მეფეს და მასთან იწყებს საუბარს; ასეთია ისიც, ვინც საუბრობს და დაბნეული ხდება ღვთისმსახურების დროს წარმოიდგინე, რომ ვიღაც, მეფის წინაშე წარსდგა

ვისაც დრო ამაოდმეტყველების სიფხიზლეში გაჰყავს, იგი უკეთესად მოიქცეოდა, თუ დაიძინებდა. ვისაც დრო ამაოდმეტყველების სიფხიზლეში

"რა სარგებლობა მოაქვს ხელოვნების სკოლაში სიარულს, თუ არ ისწავლი?" - თქვა ამბა პიმენმა, - როდესაც ტაძარში ადამიანების უკრძალველ და ღვთისუშიშარ დგომაზე საუბრობდა. რა სარგებლობა მოაქვს ხელოვნების სკოლაში

ტაძარში ღვთისმოშიშებით უნდა იდგე, რათა ცოდვების შემცირების ნაცვლად არ გაიმრავლო ისინი. ტაძარში ღვთისმოშიშებით უნდა იდგე, რათა

შესაძლოა, ტაძარშიც შეიტანო შენი სახლი, ე.ი. ფიქრები საყოფაცხოვრებო საფრუნავზე; შესაძლოა, სახლშიც შეიტანო ტაძარი, ე.ი. მოგონებები წმიდა საგალობლებისა და განსწავლელი საკითხავების შესახებ. შესაძლოა, ტაძარშიც შეიტანო შენი სახლი, ე.ი.

ლოცვის სახლიდან მოიტანე ლოცვის სული და მისით შენს სახლშიც განაბრწყინვე შენი პატარა საიდუმლო ტაძარი. ლოცვის სახლიდან მოიტანე სული და მისით შენს

თუ მეფის სახლში მიხვალ, შიშობ და ზრუნავ, რომ ადგილისთვის შეუსაბამო რიამე არ ჩაიდინო; მაშ, როგორი მოკრძალებით უნდა შედიოდე ზეციური მეფის სახლში! თუ მეფის სახლში შიშით იყავი, მიუხედავად იმისა, რომ იგი ვერ გხედავდა და შესაძლოა, სახლში არც იყო; მაშ, როგორი შიშით უნდა წარსდგე ღვთის სახლში, სადაც ყველგანმყოფი ყოველთვის მყოფობს და სადაც ყოვლისმხედველი განუწყვეტლივ გხედავს. თუ მეფის სახლში მიხვალ, შიშობ და ზრუნავ, რომ

ხელით შექმნილი ტაძარი ვერ განაბრწყინვებს და აცხოვნებს იმას, ვინც, თავის მხრივ, არ მოღვაწეობს, რათა ცოცხალი ღმერთის ეკლესიას შეუერთდეს. ხელით შექმნილი ტაძარი ვერ განაბრწყინვებს და

სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები

2