სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები

სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

დღესასწაული იმისათვის როდია, რომ უწესოდ მოვიქცეთ და ცოდვები გავიმრავლოთ, არამედ იმისათვის, რომ განვიწმინდოთ მათგანაც - რაც გვაქვს დღესასწაული იმისათვის როდია, რომ უწესოდ

თუ სადღესასწაულო დღეებში საყოფაცხოვრებო საქმეები უნდა შეწყვიტო, მაშინ, მითუმეტეს, უნდა განეშორო საქმეებს, რომლებიც სამუშაო დღეებშიც კი დაუშვებელია. თუ სადღესასწაულო დღეებში საყოფაცხოვრებო

დღესასწაული მადლიანი საქმის გამოვლენა, სულის ღვთისმოსავი განწყობა და გამოსწორებული ცხოვრებაა. თუ ეს გაქვს, ყოველთვის შეგიძლია, იდღესასწაულო. დღესასწაული მადლიანი საქმის გამოვლენა, სულის

არავის აქვს საბუთი, უსაყვედუროს ქართველს, რომ მას არ ახსოვს თავისი უმთავრესი სალოცავის დღეობები, გულგრილად ეკიდება მათ და არ დაიარება სალოცავებშიო. არა, ამ საგნის შესახებ საყვედური სრულიად უსაფუძვლო და უსამართლო იქნება. ქართველ ხალხს დღესაც მტკიცედ ახსოვს, როდის, რა ღირსშესანიშნავი დღეობა მოდის და დიდი ერიც ესწრება ხოლმე ამგვარ დღეობას. საკითხავი მხოლოდ ის არის, რისთვის, რა საქმისთვის მოდის ხალხი სალოცავში. რასაკვირველია, პირჯვრის დასაწერად, ლოცვა-ვედრებისთვინაო, ბრძანებთ მრავალნი. დიაღ, კარგი და პატიოსანი, მაგრამ, თუ ეს მართლა ასეა, რატომ წირვის დროს მაინც არ შემოდის ეს ამოდენა ხალხი ეკლესიაში და არ ისმენს შესაფერისი კრძალულებით ლოცვა-გალობათა? რის ნიშანია ეს: რაღაც უზრდელად, მეტისმეტი კადნიერებით და თავხედობით რამდენიმე წუთით შემოვარდნა ეკლესიაში და მერე ისევ გავარდნა კარზე. რა არის ესოდენა უზომო სმა და ჭამა, სიმღერა, შეუსაბამო ხუმრობა, დაუღალავ განუწყვეტელი ცეკვა, ახირებული სიცილი და სხვა. თუ ხალხი მოდის ხატის კარს სალოცავად, მაშ, რაღად გაისმის ეს საზიზღარი და საზარელი ხმაურობა ზურნისა, რომელიც ყველა ჩვენგანს უნდა გულით გვძულდეს და გვეზიზღებოდეს, რადგანაც ძველ დროში ამ ხმაურობის გაგონება მოასწავებდა ჩვენი ტაძრების, ჩვენი ციხე-სიმაგრეების, ჩვენი ქალაქების, სოფლების და მამა-პაპათა საფლავების აკლება-განადგურებას თათრებისაგან. არა, ასეთ ურიგობაში, არეულობაში, ასეთ ყოველ ზომიერებას გადასულ დროს ტარებაში ლოცვას სრულებით ალაგი არა აქვს და, მართალი უნდა ვთქვათ, არც არავინ ფიქრობს მასზედ. ხალხი მოსულა ღვთის გასარისხებლად და არა სალოცავად. სწორედ ამგვარი დღესასწაულების შესახებ ბრძანებს უფალი: "დღესასწაულნი თქვენნი სძულან სულსა ჩემსა" (ის. 1,14). "მოვიძულენ და განვიშორებ დღესასწაულთა თქუენთა და არა ვიყნოსო კრებათა შინა თქუენთა" (ამოს. 5,21). ასე, მოვდივართ ვითომდა ღვთის საამოდ, ღვთის კურთხევის მისაღებად და ნამდვილად კი ვიძენთ მის წყევა-ყვედრებას; მოვდივართ ხორციელი და სულიერი სიკეთის მოსაპოვებლად და ნამდვილად კი ვიძენთ ათასგვარ ბოროტება-სიავეს, მოვდივართ, ვითომდა ეკლესიების სარგებლობისათვის და საქმით კი დიდი ზარალის, მისი ეზო-კარმიდამოს გაბინძურება-შებილწვის მეტს არას ვარგივართ მას. არავის აქვს საბუთი, უსაყვედუროს ქართველს, რომ

ვინც სუფთა გულით დღესასწაულობს, ის ანგელოზებთან ერთად დღესასწაულობს ვინც სუფთა გულით დღესასწაულობს, ის

ნათელი დღეები ნათელია მხოლოდ სუფთა და შეუბღალავი სულისათვის ნათელი დღეები ნათელია მხოლოდ სუფთა და

ცოდვილისთვის დღესასწაული არ არსებობს ცოდვილისთვის დღესასწაული არ არსებობს

ქრისტიანული რელიგია არ არის სამეცნიერო განათლების წინააღმდეგი. ქრისტიანობა კი არ არის მეცნიერების მტერი, არამედ ადამიანში ცოდნის ნაკლებობა. ქრისტიანული რელიგია არ არის სამეცნიერო

ვინც ცოდნას აბუჩად იგდებს და უვიცობით იწონებს თავს, იგი უვიცია არა მხოლოდ სიტყვით, არამედ - გონებითაც. ვინც ცოდნას აბუჩად იგდებს და უვიცობით იწონებს

გონება თავისი ბუნებით ქრისტიანია, და ვისაც ქრისტიანობა არა აქვს, მასში თამამად შეიძლება ვივარაუდოთ გონების არარსებობა. ჩვენ ამას წარმართებშიც ვხედავთ: ვინც მათ შორის აღმატებულია თავისი გონებრივი განვითარებით, იმდენადვე ახლოსაა ღვთის შემეცნებასთან. პლატონი, სოკრატე, რომლებიც ამქვეყნად ქრისტეს მოსვლამდე ცხოვრობდნენ, ნახევრად ქრისტიანები იყვნენ გონება თავისი ბუნებით ქრისტიანია, და ვისაც

სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები

2