სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები

სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

მიწიერი საგნებისა და მეცნიერებათა შესწავლა შესაძლოა, სასიკეთო და სასარგებლო ოყოს, მაგრამ მაშინ, როდესაც იგი რწმენისა და ღვთის შეცნობისაგან დაშორებული არ არის. მიწიერი საგნებისა და მეცნიერებათა შესწავლა

თავი აარიდე ფილოსოფოსთა ბოდვას, რომლებსაც არ რცხვენიათ ერთნაირი პატივი მიაგონ საკუთარ და ძაღლის სულს და საკუთარ თავზე თქვან, რომ ისინი ოდესღაც იყვნენ ხეები ანდა თევზები, მართალია, მე ვერ ვიტყვი, იყვნენ თუ არა ისინი ოდესმე თევზები, მაგრამ მთელი ძალისხმევით მზად ვარ დავამტკიცო, რომ როდესაც ისინი ამას წერდნენ, თევზებზე უგუნურნი იყვნენ. თავი აარიდე ფილოსოფოსთა ბოდვას, რომლებსაც არ

მხოლოდ ერთი სწავლება ეძიე, რომელიც აღაგზნებს, კვებავს და განამტკიცებს შენში ღვთის სიყვარულს. მხოლოდ ერთი სწავლება ეძიე, რომელიც აღაგზნებს

მიწაზე ვისწავლოთ ის, რისი ცოდნაც ზეცაში ჩვენთან განუყრელად იქნება მიწაზე ვისწავლოთ ის, რისი ცოდნაც ზეცაში

როგორც სიბნელეში ჯანმრთელი თვალითაც ვერ გავარჩევთ საგნებს, ასევე ღვთის გარეშე ვერ ვიხილავთ ჭეშმარიტების წყაროს ნამდვილ ნათელს; და ჩვენ კი ჯანსაღი გონებითაც კი არ ძალგვიძს ჭეშმარიტების შეცნობა. როგორც სიბნელეში ჯანმრთელი თვალითაც ვერ

მოსაწყენია ადამიანური სიბრძნე, როდესაც იგი მხოლოდ საკუთარი განათლებით ხელმძღვანელობს, ან, უფრო სწორად - საკუთარი სიბნელით. მოსაწყენია ადამიანური სიბრძნე, როდესაც იგი

ცოდნა ბუნებრივ სინათლეს ჰგავს, გულითადი რწმენა კი - ბუნებრივ სითბოს. როგორც ხილულ სამყაროში მცენარეთა სიცოცხლე სინათლისა და სითბოს მეშვეობით ვითარდება, ასევე სულიერი ცხოვრების წარმატებაში ცოდნის გარდა გულითადი რწმენაც აუცილებელია. ცოდნა ბუნებრივ სინათლეს ჰგავს, გულითადი

განათლებას საზოგადოებისათვის კეთილი ნაყოფი მხოლოდ მაშინ მოაქვს, როდესაც მას საფუძვლად რწმენა უდევს. განათლებას საზოგადოებისათვის კეთილი ნაყოფი

ჭეშმარიტებას კი არ მოიპოვებენ, არამედ - შეიწყნარებენ, და ის ამაოდ დაშვრებოდა, ზეციური ძალებიდან რომ არ იღებდეს მასალას თავისი სამუშაოსთვის. ეს უმაღლესი ძალა რწმენაა. ჭეშმარიტებას კი არ მოიპოვებენ, არამედ -

ადამიანური სიბრძნე მთვარეს ჰგავს, ღამის სიბნელეს უნათებს ადამიანს მხოლოდ მაშინ, როდესაც თავის ნათელს იგი სიბრძნესა და საღვთო ჭეშმარიტებას დაესესხება. შეხედეთ, რა ემართება მთვარეს, როდესაც დედამიწის შავიჩრდილი მის დისკზე წევს? მაშინ ჩამოეფარება იგი მზეს, მისი ვერცხლისფერი შუქი ჩაქრება - რჩება მხოლოდ ბნელი მასა და თითქოს მთვარე არც ყოფილა. ასევე ემართება ადამიანურ სიბრძნესაც, როდესაც გზააბნეულობა, მიწიერი სიამოვნებანი და ვნებები ჩამოეფარებიან მის წინაშე ჭეშმარიტების ნათელსა და ღვთიურ სიბრძნეს. ადამიანური სიბრძნე მთვარეს ჰგავს, ღამის

სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები

2