სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები

სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

ნუთუ ფიქრობენ, რომ ღვთის და ქრისტეს ჭეშმარიტება განზე დგას ბუნებრივი ჭეშმარიტებისაგან, რომელიც სასარგებლოა ადამიანისა და საზოგადოებისათვის და რომ ამ უკანასკნელს ისევე შეუძლია პირველის გარეშე ცხოვრება, როგორც - მასთან შეერთებით?! შეხედეთ ხალხებსა და ადამიანთა საზოგადოებებს, ქრისტიანულსა და არაქრისტიანულს. განა იქ არ ანათებს ბუნებრივი ჭეშმარიტება: საბუნებისმეტყველო, გონებრივი, ბუნებრივი, შემოქმედებითი - კეთილმოწყობილი და გამშვენებული ადამიანთა საზოგადოებისათვის, სადაც ანათებს ღვთისა და ქრისტეს ჭეშმარიტების მზე? განა ღამე არ ფარავს ხალხების ცხოვრებას? გამოაძევეთ მზე სამყაროდან: რა დაემართება მას? გამოაძევეთ გული სხეულიდან: რა დაემართება მას? განა საჭიროა ამაზე საუბარი? გამოდევნეთ ღვთისა და ქრისტეს ჭეშმარიტება ადამიანთა მოდგმიდან: მას იგივე დაემართება, რაც სხეულს გულის გარეშე, რაც სამყაროს - მზის გარეშე. ნუთუ ფიქრობენ, რომ ღვთის და ქრისტეს

მხოლოდ სამეცნიერო განათლების სინათლე ქრისტეს ჭეშმარიტების ნათლის გარეშე იგივეა, რაც - მთვარის შუქი მზის გარეშე, ცივი და უსიცოცხლო შუქი, უცხო და ნასესხები შუქი; იგი მხოლოდ სულის ზედაპირზე გადასრიალდება, როგორც მთვარის შუქი კლდეზე, რომელიც მის შიგნით ვერ შეაღწევს. ვერასოდეს შეძლებს გაათბოს, გამოაცოცხლოს და გააღვიძოს ჩვენი გული შრომისა და გმირობის, მწუხარებისა და გაჭირვებისათვის. მხოლოდ სამეცნიერო განათლების სინათლე ქრისტეს

ღვთის, სიცოცხლის წყაროსა და სიკეთის საწყისთან გაუცხოვების გამო გაუხეშებული სული ამაოდ იმედოვნებს, რომ ვითარდება, მაღლდება, იზრდება და წინ მიდის: მასში კი მხოლოდ თავმოყვარეობის სული იზრდება, იგი მხოლოდ ამპარტავნებით მაღლდება, მხოლოდ ბოროტებაში იზრდება, წინ მიდის, მაგრამ ამაოების გზით, რომელსაც დაღუპვამდე მიჰყავს. ღვთის, სიცოცხლის წყაროსა და სიკეთის საწყისთან

უსარგებლოა ყველა ჩვენი ცოდნა, თუ მასთან ერთად იესო ქრისტეს არ ვიცნობთ უსარგებლოა ყველა ჩვენი ცოდნა, თუ მასთან ერთად

ის, ვინც ჭეშმარიტების სიყვარულით საკუთარ უსამართლობას აღიარებს, საეჭვოა, რომ არ აღემატებოდეს იმას, ვინც ყოველთვის მართალია. ის, ვინც ჭეშმარიტების სიყვარულით საკუთარ

საკუთარ სიბრძნეზე მეოცნებე გონება უწყლო ღრუბელია, რომელიც პატივმოყვარეობისა და ამპარტავნების ქარს მიაქვს. საკუთარ სიბრძნეზე მეოცნებე გონება უწყლო

რა სარგებლობა აქვს გემს ანძის, მესაჭის, მეზღვაურების, აფრებისა და ღუზისაგან, თუ ქარი არ არის? მაშ, რა სარგებლობა უნდა ჰქონდეს მჭევრმეტყველებას, გონებამახვილობას, ცოდნას, განათლებას, გონიერებას, თუ სულში სულიწმიდა არ არის? რა სარგებლობა აქვს გემს ანძის, მესაჭის

იარე გზით, რომელსაც ღმერთთან მიჰყავხარ და იმავე გზით მიუახლოვდები სიბრძნეს. უფლისაკენ მიმავალი გზა ცნობილია: ღვთისმოსაური აზროვნება, ლოცვა, რწმენა. იარე გზით, რომელსაც ღმერთთან მიჰყავხარ და

კარგ ხეს მხოლოდ ყვავილები კი არ ასხია, არამედ ნაყოფიც კარგ ხეს მხოლოდ ყვავილები კი არ ასხია, არამედ

ყველა ჩვენი მიწიერი ცოდნა მხოლოდ ნაწილობრივი ცოდნაა; სრული ცოდნა წინაა, მომავალ ცხოვრებაში. ყველა ჩვენი მიწიერი ცოდნა მხოლოდ ნაწილობრივი

სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები

2