სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები

სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

გონება თავისი ბუნებით ქრისტიანია, და ვისაც ქრისტიანობა არა აქვს, მასში თამამად შეიძლება ვივარაუდოთ გონების არარსებობა. ჩვენ ამას წარმართებშიც ვხედავთ: ვინც მათ შორის აღმატებულია თავისი გონებრივი განვითარებით, იმდენადვე ახლოსაა ღვთის შემეცნებასთან. პლატონი, სოკრატე, რომლებიც ამქვეყნად ქრისტეს მოსვლამდე ცხოვრობდნენ, ნახევრად ქრისტიანები იყვნენ გონება თავისი ბუნებით ქრისტიანია, და ვისაც

მეცნიერებები, რომლითაც ცრუ სიბრძნეს სურდა და სურს, ისარგებლოს ქრისტიანობის დასასუსტებლად, თავის ბავშვობაში (როდესაც ჯერ კიდევ ვერ აღწევენ საკუთარი საფუძვლების შეცნობას და არა აქვთ გამოცდილება თავისივე საწყისის გასარკვევად) შესაძლოა, მიმართული იყოს გამოცხადების ჭეშმარიტების საწინააღმდეგოდ; მაგრამ როდესაც მომწიფდებიან და თითქოსდა მამაკაცურ ასაკს აღწევენ, მაშინ იწყებენ გამოცხადების ჭეშმარიტების დამტკიცებას. მეცნიერებები, რომლითაც ცრუ სიბრძნეს სურდა და

სხვაა საგნების ხედვა და სულ სხვაა - ხედვა ჭეშმარიტებისა. რამდენადაც მზე განსხვავდება მთვარისაგან, იმდენად მეორე სასარგებლოა პირველზე. სხვაა საგნების ხედვა და სულ - ჭეშმარიტებისა.

ზედაპირული ცოდნა რელიგიას გვაშორებს, საფუძვლიანი - კვლავ გვაბრუნებს მასთან. ზედაპირული ცოდნა რელიგიას გვაშორებს

იმისათვის, რომ ჭეშმარიტება სრულად შევიცნოთ და ამაოდ არ ვბრძნობდეთ, ყველა შესაცნობი საგანი ერთნარიად არ უნდა გვაინტერესებდეს და ყურადღებას განურჩევლად ყველაფერს არ უნდა ვაქცევდეთ. იმისათვის, რომ ჭეშმარიტება სრულად შევიცნოთ და

რამდენად ემსგავსებიან ბუს თვალებს ამაო სიბრძნეში მოვარჯიშენი! ბუსაც სიბნელეში მახვილი მხედველობა აქვს, მაგრამ მზის ამოსვლისთანავე ებინდება; და მათაც საკმაოდ დახელოვნებული აქვთ უსარგებლო საგნების გონებითი ჭვრეტა, მაგრამ დაბინდული აქვთ ჭეშმარიტი ნათლის შესაცნობად. რამდენად ემსგავსებიან ბუს თვალებს ამაო

ადამიანები, რომლებიც მთელ გონებას უსარგებლო საგნებს ახმარენ, ძალიან ჰგვანან იმ ღამეულ ჩიტს, რომელიც ნათლად ხედავს სიბნელეში და მზის შუქზე ბრმავდება, ისინი გასაოცრად გამჭრიახნი არიან, ისინი გასაოცრად გამჭრიახნი არიან, როდესაც საქმე ეხება სამეცნიერო წვრილმანებს და ჭეშმარიტი ნათლით დაბრმავებულნი ვერაფერს ხედავენ. ადამიანები, რომლებიც მთელ გონებას უსარგებლო

"ჭეშმარიტად სასარგებლო" - და, აქედან გამომდინარე, სავსებიღ ღირსეული იმისა, რომ ჩვენს მიერ შეცნობილი და შესწავლილი იქნეს - "არის ის, რაც, შესაძლოა, ემსახურებოდეს მარადიული ცხოვრების მიღწევას და არა - დროებით სიხარულსა და კეთილმოწყობა". ჭეშმარიტად სასარგებლო - და, აქედან

როდესაც სახლს ალაგებენ, ცდილობენ, გაათავისუფლონ იგი უსარგებლო ნივთებისაგან; ისინი ტყუილად იკავებენ ადგილს, რომელიც, შესაძლოა, რაიმე საჭირო და სასარგებლო ნივთმა დაიკავოს. რა კარგი იქნებოდა, ამავე საშუალებით განწმენდილიყო ჩვენი სული! მაგრამ, საუბედუროდ, ჩვენზე როდია დამოკიდებული მისგან უვარგისი ანდა მავნე წარმოდგენების გამოდევნა; ამიტომაც საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილე იმ საგნების შერჩევისას, რომლებსაც ყურადღებას აქცევ როდესაც სახლს ალაგებენ, ცდილობენ

თავი აარიდე ფილოსოფოსთა ბოდვას, რომლებსაც არ რცხვენიათ ერთნაირი პატივი მიაგონ საკუთარ და ძაღლის სულს და საკუთარ თავზე თქვან, რომ ისინი ოდესღაც იყვნენ ხეები ანდა თევზები, მართალია, მე ვერ ვიტყვი, იყვნენ თუ არა ისინი ოდესმე თევზები, მაგრამ მთელი ძალისხმევით მზად ვარ დავამტკიცო, რომ როდესაც ისინი ამას წერდნენ, თევზებზე უგუნურნი იყვნენ. თავი აარიდე ფილოსოფოსთა ბოდვას, რომლებსაც არ

სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები

2