ზოგჯერ უფალი არ ასრულებს ჩვენ თხოვნას, ან აყოვნებს მის აღსრულებას, არა იმიტომ, რომ არ ვუყვარვართ, არამედ იმისათვის, რომ ჩვენ გამუდმებით ვისწრაფოდეთ მისკენ. ასე იქცევიან შვილისმოყვარული მამები: როდესაც ხედავენ, რომ შვილთაგან რომელი...
იხილეთ სრულად
ზოგჯერ უფალი არ ასრულებს ჩვენ თხოვნას, ან აყოვნებს მის აღსრულებას, არა იმიტომ, რომ არ ვუყვარვართ, არამედ იმისათვის, რომ ჩვენ გამუდმებით ვისწრაფოდეთ მისკენ. ასე იქცევიან შვილისმოყვარული მამები: როდესაც ხედავენ, რომ შვილთაგან რომელიმე დაუდევარია, ისინი მეყსეულად არ ასრულებენ მათ თხოვნას არა იმიტომ, რომ იგი სძულთ, არამედ იმიტომ, რომ მიღების შემდეგ კვლავ დაუდევრობაში არ ჩავარდეს.
დიდხანს ლოცვის შემდეგ თუ ნაყოფს ვერ დაინახავ, ნუ იტყვი, რომ ვერაფერი მოიპოვე, რადგან თვით ლოცვაში მყოფობა უკვე მონაპოვარია; და რა არის ამაზე დიდი მადლი, ვიდრე მიელტვოდე უფალს და განუწყვეტელ კავშირში იყო მასთან
როდესაც უფალი ჩვენი ლოცვის შესმენას აყოვნებს, ამას ჩვენს სასარგებლოდ იქმს, რათა მოთმინება გვასწავლოს; ამიტომაც გული არ უნდა გავიტეხოთ და არ უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ ვლოცულობდით და უფალმა არ შეისმინა. ღმერთმა იცის, რა არის ადამიანისათ...
იხილეთ სრულად
როდესაც უფალი ჩვენი ლოცვის შესმენას აყოვნებს, ამას ჩვენს სასარგებლოდ იქმს, რათა მოთმინება გვასწავლოს; ამიტომაც გული არ უნდა გავიტეხოთ და არ უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ ვლოცულობდით და უფალმა არ შეისმინა. ღმერთმა იცის, რა არის ადამიანისათვის სასარგებლო.
ყოველი ლოცვა, თუ განუწყვეტლად აღვავლენთ მას, უფრო მტკიცდება, იწმინდება, უანგარო და სრულყოფილი ხდება. რაც მეტ დროს დაჰყობს ვერცხლი ცეცხლში, მით მეტად იწმინდება და ბრწყინავს; ასევე ლოცვაც, მასში მოთმინებით მყოფობის შემდეგ უმაღლეს ღი...
იხილეთ სრულად
ყოველი ლოცვა, თუ განუწყვეტლად აღვავლენთ მას, უფრო მტკიცდება, იწმინდება, უანგარო და სრულყოფილი ხდება. რაც მეტ დროს დაჰყობს ვერცხლი ცეცხლში, მით მეტად იწმინდება და ბრწყინავს; ასევე ლოცვაც, მასში მოთმინებით მყოფობის შემდეგ უმაღლეს ღირსებას იძენს, რადგან მაშინ განსაკუთრებულად გვეძლევა შესაძლებლობა, ვაჩვენოთ რწმენა, ერთგულება, მორჩილება, გულმოდგინება.
ზოგიერთები ლოცულობენ და როდესაც ვერ იღებენ სათხოვარს, მათი ლოცვა გრილდება; მაგრამ შესაძლოა, უფალი უკვე ახლოს იყოს იმასთან, რომ მათი სათხოვარი შეესრულებინა; შესაძლოა, ლოცვა შეწყვიტეს მაშინ, როდესაც მათთან უკვე ახლოს იყო ღვთის წყალო...
იხილეთ სრულად
ზოგიერთები ლოცულობენ და როდესაც ვერ იღებენ სათხოვარს, მათი ლოცვა გრილდება; მაგრამ შესაძლოა, უფალი უკვე ახლოს იყოს იმასთან, რომ მათი სათხოვარი შეესრულებინა; შესაძლოა, ლოცვა შეწყვიტეს მაშინ, როდესაც მათთან უკვე ახლოს იყო ღვთის წყალობა.
რაც მეტხანს ვთხოვთ უფალს, მით უფრო გულმოწყალეა იგი; რაც მეტხანს არ გვაძლევს, მით მეტს მოგვცემს; იმ დროს, როდესაც იგი არ გვისრულებს სათხოვარს, თითქოს ფიქრობს, რით დაგვაჯილდოვოს უკეთ.