სასიხარულოა, რომ დღეს ჩვენი ხალხი პატრონობას უწევს ისტორიულ ძეგლებს, აღადგენს და მეორე სიცოცხლესაც უბრუნებს მათ. ამ ღვთიურ და ეროვნულ საქმეში გადამწყვეტი სიტყვა ახალგაზრდობას ეკუთვნის. კარგი იქნებოდა, თუ ასეთივე შემართებით დაეუფლე...
იხილეთ სრულად
სასიხარულოა, რომ დღეს ჩვენი ხალხი პატრონობას უწევს ისტორიულ ძეგლებს, აღადგენს და მეორე სიცოცხლესაც უბრუნებს მათ. ამ ღვთიურ და ეროვნულ საქმეში გადამწყვეტი სიტყვა ახალგაზრდობას ეკუთვნის. კარგი იქნებოდა, თუ ასეთივე შემართებით დაეუფლებოდა იგი ძველქართულ დამწერლობას, რათა ყოველ ახალ ძეგლთან შეხვედრისას აღარ დაგვჭირდეს ენის სპეციალისტთა მოხმობა ტაძრისა და მონასტრის კარიბჭეზე აღბეჭდილი წარწერის ამოსაკითხად.
ქვეყნისთვის მეტად მძიმე წუთებში, როცა მტერი მოიწევდა წინ, უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა ხალხის სულიერ გამხნევებას და მისთვის გამარჯვების რწმენის განმტკიცებას, რასაც დიდი მონდომებით და სიყვარულით აკეთებდნენ ქართველი მღვდელმთავარნი, მღ...
იხილეთ სრულად
ქვეყნისთვის მეტად მძიმე წუთებში, როცა მტერი მოიწევდა წინ, უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა ხალხის სულიერ გამხნევებას და მისთვის გამარჯვების რწმენის განმტკიცებას, რასაც დიდი მონდომებით და სიყვარულით აკეთებდნენ ქართველი მღვდელმთავარნი, მღვდელნი და რიგითი მორწმუნენი. ქართველ სამღვდელოებას შეურყევლად სწამდა სიბრძნე სახარებისეული, რომ უსამართლოდ მახვილის აღმმართველი თვითონ შეიმუსრებოდა მახვილით (მთ. 26, 52).
ვინ მოთვლის, რამდენი მართალი, სამშობლოს ერთგული დამცველის სისხლით მორწყულა ჩვენი კურთხეული მიწა-წყალი. მტერთან ყოველი შერკინება იყო თავისებური გამოცდა ჩვენი ერისა, ამ ბრძოლებში იწრთობოდა და ყალიბდებოდა ერთიანი ქართული სული.
უფალი ჩვენი და ღმერთი ჩვენი, იესო ქრისტე, მშვიდობისა და სიყვარულის გზით მოგვიწოდებდა მუდამ სიარულს: "რამეთუ ესე არს მცნებაჲ ჩემი, რაჲთა იყუარებოდეთ ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ. უფროჲსი ამისსა სიყუარული არავის აქუს, რაჲთ...
იხილეთ სრულად
უფალი ჩვენი და ღმერთი ჩვენი, იესო ქრისტე, მშვიდობისა და სიყვარულის გზით მოგვიწოდებდა მუდამ სიარულს: "რამეთუ ესე არს მცნებაჲ ჩემი, რაჲთა იყუარებოდეთ ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ. უფროჲსი ამისსა სიყუარული არავის აქუს, რაჲთა სული თჳსი დადვას მეგობართა თჳსთათჳს" (იოანე 15,12-13).