სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები
სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები
ხელით შექმნილი ტაძარი ვერ განაბრწყინვებს და აცხოვნებს იმას, ვინც, თავის მხრივ, არ მოღვაწეობს, რათა ცოცხალი ღმერთის ეკლესიას შეუერთდეს.
უფალმა ექვსი დღე გამოგიყო შენი საქმეებისა და სამუშაოსათვის, თავისთვის კი მხოლოდ ერთი - მეშვიდე დაიტოვა (გამოსვ. 20, 9-10).
დღესასწაული სულიერი სიხარულის, მასში გულითადი მონაწილეობის, შინაგანი გრძნობის გარეშე იგივეა, რაც - სხეული სულის გარეშე.
დღესასწაული უქმე როდია, არამედ დღესასწაულია, ე.ი. საამო ზეიმი სულისა - ღვთის უდიდეს წყალობათა შესაცნობად.
საერო დღესასწაულებზე იხარჯება ის, რაც შრომის დღეებში იქნა მოგროვილი; საეკლესიო დღესასწაულებზე შეიძლება და საჭიროა, მოაგროვო სიბრძნის სულიერი საუნჯე - ჭვრეტითი და საქმიანი ისევე უხვად, როგორც - არასადღესასწაულო დღეებში.
თუ სადღესასწაულო დღეებში საყოფაცხოვრებო საქმეები უნდა შეწყვიტო, მაშინ, მითუმეტეს, უნდა განეშორო საქმეებს, რომლებიც სამუშაო დღეებშიც კი დაუშვებელია.
დღესასწაული იმისათვის როდია, რომ უწესოდ მოვიქცეთ და ცოდვები გავიმრავლოთ, არამედ იმისათვის, რომ განვიწმინდოთ მათგანაც - რაც გვაქვს