იმისათვის, რომ ჭეშმარიტება სრულად შევიცნოთ და ამაოდ არ ვბრძნობდეთ, ყველა შესაცნობი საგანი ერთნარიად არ უნდა გვაინტერესებდეს და ყურადღებას განურჩევლად ყველაფერს არ უნდა ვაქცევდეთ.
რამდენად ემსგავსებიან ბუს თვალებს ამაო სიბრძნეში მოვარჯიშენი! ბუსაც სიბნელეში მახვილი მხედველობა აქვს, მაგრამ მზის ამოსვლისთანავე ებინდება; და მათაც საკმაოდ დახელოვნებული აქვთ უსარგებლო საგნების გონებითი ჭვრეტა, მაგრამ დაბინდული ა...
იხილეთ სრულად
რამდენად ემსგავსებიან ბუს თვალებს ამაო სიბრძნეში მოვარჯიშენი! ბუსაც სიბნელეში მახვილი მხედველობა აქვს, მაგრამ მზის ამოსვლისთანავე ებინდება; და მათაც საკმაოდ დახელოვნებული აქვთ უსარგებლო საგნების გონებითი ჭვრეტა, მაგრამ დაბინდული აქვთ ჭეშმარიტი ნათლის შესაცნობად.
ადამიანები, რომლებიც მთელ გონებას უსარგებლო საგნებს ახმარენ, ძალიან ჰგვანან იმ ღამეულ ჩიტს, რომელიც ნათლად ხედავს სიბნელეში და მზის შუქზე ბრმავდება, ისინი გასაოცრად გამჭრიახნი არიან, ისინი გასაოცრად გამჭრიახნი არიან, როდესაც საქმე...
იხილეთ სრულად
ადამიანები, რომლებიც მთელ გონებას უსარგებლო საგნებს ახმარენ, ძალიან ჰგვანან იმ ღამეულ ჩიტს, რომელიც ნათლად ხედავს სიბნელეში და მზის შუქზე ბრმავდება, ისინი გასაოცრად გამჭრიახნი არიან, ისინი გასაოცრად გამჭრიახნი არიან, როდესაც საქმე ეხება სამეცნიერო წვრილმანებს და ჭეშმარიტი ნათლით დაბრმავებულნი ვერაფერს ხედავენ.
როდესაც სახლს ალაგებენ, ცდილობენ, გაათავისუფლონ იგი უსარგებლო ნივთებისაგან; ისინი ტყუილად იკავებენ ადგილს, რომელიც, შესაძლოა, რაიმე საჭირო და სასარგებლო ნივთმა დაიკავოს. რა კარგი იქნებოდა, ამავე საშუალებით განწმენდილიყო ჩვენი სული...
იხილეთ სრულად
როდესაც სახლს ალაგებენ, ცდილობენ, გაათავისუფლონ იგი უსარგებლო ნივთებისაგან; ისინი ტყუილად იკავებენ ადგილს, რომელიც, შესაძლოა, რაიმე საჭირო და სასარგებლო ნივთმა დაიკავოს. რა კარგი იქნებოდა, ამავე საშუალებით განწმენდილიყო ჩვენი სული! მაგრამ, საუბედუროდ, ჩვენზე როდია დამოკიდებული მისგან უვარგისი ანდა მავნე წარმოდგენების გამოდევნა; ამიტომაც საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილე იმ საგნების შერჩევისას, რომლებსაც ყურადღებას აქცევ
"ჭეშმარიტად სასარგებლო" - და, აქედან გამომდინარე, სავსებიღ ღირსეული იმისა, რომ ჩვენს მიერ შეცნობილი და შესწავლილი იქნეს - "არის ის, რაც, შესაძლოა, ემსახურებოდეს მარადიული ცხოვრების მიღწევას და არა - დროებით სიხარულსა და კეთილმოწყო...
იხილეთ სრულად
"ჭეშმარიტად სასარგებლო" - და, აქედან გამომდინარე, სავსებიღ ღირსეული იმისა, რომ ჩვენს მიერ შეცნობილი და შესწავლილი იქნეს - "არის ის, რაც, შესაძლოა, ემსახურებოდეს მარადიული ცხოვრების მიღწევას და არა - დროებით სიხარულსა და კეთილმოწყობა".
თავი აარიდე ფილოსოფოსთა ბოდვას, რომლებსაც არ რცხვენიათ ერთნაირი პატივი მიაგონ საკუთარ და ძაღლის სულს და საკუთარ თავზე თქვან, რომ ისინი ოდესღაც იყვნენ ხეები ანდა თევზები, მართალია, მე ვერ ვიტყვი, იყვნენ თუ არა ისინი ოდესმე თევზები,...
იხილეთ სრულად
თავი აარიდე ფილოსოფოსთა ბოდვას, რომლებსაც არ რცხვენიათ ერთნაირი პატივი მიაგონ საკუთარ და ძაღლის სულს და საკუთარ თავზე თქვან, რომ ისინი ოდესღაც იყვნენ ხეები ანდა თევზები, მართალია, მე ვერ ვიტყვი, იყვნენ თუ არა ისინი ოდესმე თევზები, მაგრამ მთელი ძალისხმევით მზად ვარ დავამტკიცო, რომ როდესაც ისინი ამას წერდნენ, თევზებზე უგუნურნი იყვნენ.
მიწიერი საგნებისა და მეცნიერებათა შესწავლა შესაძლოა, სასიკეთო და სასარგებლო ოყოს, მაგრამ მაშინ, როდესაც იგი რწმენისა და ღვთის შეცნობისაგან დაშორებული არ არის.