სხვა ავტორი - ციტატები, გამონათქვამები
სხვა ავტორი - ციტატები, გამონათქვამები სხვა ავტორი | გამონათქვამები, ციტატები
ყრმა, რომელშიც ცუდი მიდრეკილებები კარგზე მეტად ვითარდება, ჰგავს ჭიისგან გამოხრულ ნორჩ ხეს, რომელიც საკუთარ თავში ნგრევის საწყისს მალავს.
ახალგაზრდა ირიბი ხე ირიბად და უსახურად რჩება, თუ სინორჩეშივე არ გაასწორებენ. იგივე ითქმის ბავშვებზეც. თითოეულ მათგანში შეიმჩნევა თავნებობა და თავისებური ხასიათი. მათი ამ გამოვლინებების უყურადღებოდ დატოვება ნიშნავს იმას, რომ ჩვენთვ... იხილეთ სრულად
ბავშვებისთვის მხოლოდ ალერსი და სიამოვნება საზიანოა. ყვავილების სილამაზე მზის სხივებზეა დამოკიდებული, მაგრამ როდესაც სხივები ძლაიან მწველია, მაშინ ყვავილები ღეროებზე ჭკნებიან ხოლმე.
შვილები, რომლებიც მშობლებს აღზრდის დროს ავიწყდებოდათ, თავის მხრივ, ივიწყებენ მშობლებს, როცა გაიზრდებიან
მშობლები, რომლებიც არ ზრდიან თავიანთ შვილებს ისე, როგორც საჭიროა, დროებითი ცხოვრებისთვის შობენ მათ, მაგრამ მარადიული სიკვდილისთვის კარს უხსნიან.
ბავშვის ზნეობრივი მდგომარეობა თითქმის მთელი მისი ცხოვრების მანძილზე უმეტესწილად დამოკიდებულია დედის ზნეობრივ გავლენაზე. "მოგვეცით საუკეთესო დედები, - ითქვა ერთხელ, - და საუკეთესო შვილები გვეყოლება".
როდესაც დედა შვილს შობს, ჯერ სამყაროს ადამიანს ჩუქნის, შემდეგ კი - ზეცას ანგელოზი უნდა მისცეს.
პირველი სიტყვა ღვთის შესახებ ბავშვს უნდა უთხრას იმან, ვისაც მისი პირველი ღიმილი ეკუთვნოდა.