მქადაგებელი კეთილი საქმეებისა და უბიწო ცხოვრების გარეშე - რომელიც ასწავლის და არ ქმნის, ვერავითარ სარგებელს ვერ მოუტანს თავის მსმენელებს და მიემსგავსება ქუხილს - ელვის გარეშე, ისრის გარეშე დაჭიმულ მშვილდს, მარტო იქუხებს და მხოლოდ ...
იხილეთ სრულად
მქადაგებელი კეთილი საქმეებისა და უბიწო ცხოვრების გარეშე - რომელიც ასწავლის და არ ქმნის, ვერავითარ სარგებელს ვერ მოუტანს თავის მსმენელებს და მიემსგავსება ქუხილს - ელვის გარეშე, ისრის გარეშე დაჭიმულ მშვილდს, მარტო იქუხებს და მხოლოდ სიტყვებს ისვრის, მაგრამ ღვთის შიშით ვერ აღანთებს მსმენელთა გულებს.
ადამიანს, რომელსაც არასოდეს უგემია თაფლი და ცდილობს, სხვას აუხსნას, რა ტკბილია იგი, ჰგვანან მოძღვრები, რომლებიც სულიერ სწავლებებს ქადაგებენ და თვითონ არასოდეს უგემიათ და გამოუცდიათ იგი.
თუ წმიდა ეკლესია ადვილად არ ანდობს გაუწაფავს წმიდა წერილის კითხვას - ხელმძღვანელობის გარეშე, განა ამით მღვდელთაგან, ხელმძღვანელთაგან არ ითხოვს, მასში ღრმა განსწავლას?
თითოეულ მოძღვარს ორი დიდი საქმე აკისრია: პირველი საკუთარი სულის ცხონებაა, მეორე კი, მასთან განუყოფელი - მათ ხელმძღვანელობას მინდობილი სულის გადარჩენა. "ეკრძალენით უკუე თავთა თქუენთა და ყოველსავე სამწყსოსა, რომელსა-ეგე თქუენ სულმან...
იხილეთ სრულად
თითოეულ მოძღვარს ორი დიდი საქმე აკისრია: პირველი საკუთარი სულის ცხონებაა, მეორე კი, მასთან განუყოფელი - მათ ხელმძღვანელობას მინდობილი სულის გადარჩენა. "ეკრძალენით უკუე თავთა თქუენთა და ყოველსავე სამწყსოსა, რომელსა-ეგე თქუენ სულმან წმიდამან დაგადგინნა მოღუაწედ და მწყსად ეკლესიასა უფლისა ღმრთისასა, რომელი მოიგო სისხლითა თვისითა" (საქმ. 20, 28). ასეთია მთავარი წესი სამღვდელო მსახურებისა.