სხვა ავტორი - ციტატები, გამონათქვამები სხვა ავტორი | გამონათქვამები, ციტატები
ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები
უფალი მაშინ გვიახლოვდება, როცა თავად ვუახლოვდებით მას. "ვინ ისმინოს ხმისა ჩემისა" - ამბობს იგი, - "შევალ მასთან".
თუ ადამიანებს შორის ხარ განდიდებული, გახსოვდეს, რომ შენს ზემოთ ღმერთია (კოლ. 4, 1).
მბრძანებელო! გსურს მოიპოვო დიდება? მაშ, ჯერ შენი ხელისუფლების კანონებს დაემორჩილე.
საქებარი როდია უფროსობის ძიება, მაშინ, როცა ჯერ საკუთარ თავზე ბატონობა ვერ გისწავლია.
რომელსა მხოლოსა აქუს უკვდავებაი და ნათელსა მყოფ არს მიუწვდომელსა, რომელი არავინ იხილა კაცთაგანმან, არცა ხილვად ხელეწიფების.
ოდესღაც ბრმა იყო, მაგრამ აეხილა რა თვალი და იხილა უფალი, თაყვანისცა მას და ამჯერად არა დავითის ძედ, არამედ ძედ ღვთისად აღიარა.
საქმე, რომლის აღსრულებაც ღმერთმა დაგვაკისრა, არასოდეს არ უნდა გადადო იმისათვის, რომ ადამიანს აამო.
უფრო მეტად ღვთისა და მარადიული ტანჯვისა გეშინოდეს, ვიდრე - ადამიანებისა და ხანმოკლე განრისხებისა.
ნუ ეცდები, ქრისტეს გარდა ვინმეს მოაწონო თავი, და ღვთის გარდა ნურავის მრისხანებისა ნუ შეგეშინდება.
როდესაც ძლიერის წინაშე წარსდგები, გახსოვდეს, რომ ყოვლადძლიერი ხედავს ყოველივეს, რაც ხდება, და ეცადე, ღმერთს აამო და არა - მიწიერ ძლიერებას.