სხვა ავტორი - ციტატები, გამონათქვამები სხვა ავტორი | გამონათქვამები, ციტატები
ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები
ხელმძღვანელთა ვალი გადარჩენაა და არა - დაღუპვა
ისეთი იყავი მომსახურეებთან, როგორიც გინდა, რომ იყოს უფალი შენს მიმართ
1727. ღმრთისა და მოყვასის მიმართ სიყვარულის შესახებ მცნებების გარდა რას მიაპყრო განსაკუთრებული ყურადღება იესო ქრისტემ?
თქვენს ხელქვეითებს ისე მოექეცით, როგორც ისურვებდით, რომ თქვენი უფროსი მოგქცეოდათ.
რაც უფრო ფართოა მოღვაწეობის სფერო, მით მეტია პასუხისმგებლობა; რასაც ერთს არ მოჰკითხავენ საყოველთაო სამსჯავროზე, სხვა იმისათვის განისჯება.
რაც უფრო დიდია ჩვენი მაგალითის გავლენა სხვებზე, მით უარესი დაგვემართება საკუთარი ცოდვების გამო.
უფალი მაშინ გვიახლოვდება, როცა თავად ვუახლოვდებით მას. "ვინ ისმინოს ხმისა ჩემისა" - ამბობს იგი, - "შევალ მასთან".
თუ ადამიანებს შორის ხარ განდიდებული, გახსოვდეს, რომ შენს ზემოთ ღმერთია (კოლ. 4, 1).
მბრძანებელო! გსურს მოიპოვო დიდება? მაშ, ჯერ შენი ხელისუფლების კანონებს დაემორჩილე.
საქებარი როდია უფროსობის ძიება, მაშინ, როცა ჯერ საკუთარ თავზე ბატონობა ვერ გისწავლია.