სხვა ავტორი - ციტატები, გამონათქვამები
სხვა ავტორი - ციტატები, გამონათქვამები სხვა ავტორი | გამონათქვამები, ციტატები
მშვიდობა, სიყვარული, ერთიანობა - საზოგადოების ყველაზე უფრო მტკიცე საყრდენი და ყველაზე ძლიერი ჯაჭვია, რომელიც მის წევრებს ერთმანეთთან აკავშირებს.
ის მეომარია ჭეშმარიტად დაუმარცხებელი, რომლისთვისაც რწმენის, მეფისა და მამულისთვის გვირგვინი ისევე სასურველია, როგორც - გამარჯვებისა.
მეფეთა უკეთესი მსახური და მამულის ყველაზე საიმედო დამცველი ისაა, ვინც ღვთის ერთგული გულითა და სუფთა სინდისით ზეციური სამშობლოს ნამდვილ რწმენას ატარებს.
ისინი, ვინც საკუთარ ცხოვრებას ზეცაში იწყობენ, მიწაზე უკეთესი მოღვაწეები და საზოგადოების უკეთესი წევრები არიან.
საზოგადოების გამოსწორების საუკეთესო საშუალება მისი თითოეული წევრის მიერ საკუთარი თავის გამოსწორებაა.
სახელმწიფოებს ჰყავთ შინაურ არაკეთილისმსურველებზე უფრო სახიფათო მტრები - გარყვნილება და ბიწიერება, რომლებიც ყრუ და ნელ, მაგრამ გაცხოველებულ და გამუდმებულ ომს აწარმოებენ კეთილზნეობის წინააღმდეგ; და ეს ომი უფრო საშიში და დამღუპველია,... იხილეთ სრულად
თვით ყველაზე უდიდესი გონებაც კი, თუ იგი ვნებითაა გატაცებული, ზოგჯერ უფრო მეტად ხალხთა მტერია, ვიდრე - კეთილისმყოფელი.
ადამიანის ჭეშმარიტი კეთილდღეობა ვნებათაგან გათავისუფლებაში მდგომარეობს; ვნებათა შეკავება მხოლოდ რწმენით, ღვთისმოსაობით და სიმტკიცითაა შესაძლებელი.