ცნობილი, მაგრამ უგუნური დიდებული მთაზე მდგომ ადამიანს ჰგავს, რომელსაც ქვემოთ მოსიარულე ადამიანები პატარებად ეჩვენება, მაგრამ მათთვის თვითონაც ასეთივე ჩანს.
დიადი, მაგრამ საზოგადოებისთვის უსარგებლო ადამიანები მაღალი მთის წვერს ჰგვანან, რომელიც, თოვლითა და ყინულით დაფარული, მზის ყოველი ამოსვლისა და ჩასვლისას ბრწყინავს ბრწყინვალე სხივებით და მზერას ატყვევებს, მაგრამ, მაგრამ გამუდმებით შ...
იხილეთ სრულად
დიადი, მაგრამ საზოგადოებისთვის უსარგებლო ადამიანები მაღალი მთის წვერს ჰგვანან, რომელიც, თოვლითა და ყინულით დაფარული, მზის ყოველი ამოსვლისა და ჩასვლისას ბრწყინავს ბრწყინვალე სხივებით და მზერას ატყვევებს, მაგრამ, მაგრამ გამუდმებით შიშველი და უნაყოფო დარჩება - სიცოცხლის ყოველგვარ ნიშანწყალს მოკლებული.
როგორც წყალი მაღალი ადგილებიდან დაბალისკენ მიემართება და ყოველთვის ვერ აკავებს წინააღმდეგობებიც კი, ასევე საზოგადოებაში მაღალი მდგომარეობის მქონე ზნეობრივი სული მიბაძვით დაბლა მდგომში გადადის - მიუხედავად გაურკვეველი წინააღმდეგობე...
იხილეთ სრულად
როგორც წყალი მაღალი ადგილებიდან დაბალისკენ მიემართება და ყოველთვის ვერ აკავებს წინააღმდეგობებიც კი, ასევე საზოგადოებაში მაღალი მდგომარეობის მქონე ზნეობრივი სული მიბაძვით დაბლა მდგომში გადადის - მიუხედავად გაურკვეველი წინააღმდეგობებისა, რომელსაც წოდების განსხვავება შობს.
რაც უფრო ფართოა ჩვენი მოღვაწეობის სარბიელი, მით უფრო მნიშვნელოვანია პატივი, რომლითაც ვსარგებლობთ; მით მეტად ვართ ვალდებულნი, საკუთარი კეთილი მაგალითით წინ აღვუდგეთ ბოროტს და შევეწიოთ სიკეთეს.
ყოველგვარი წოდებისა და განათლების - დიდისა თუ მცირეს მქონე ადამიანები, ზუსტად და გულმოდგინედ უნდა აღასრულებდნენ თავიანთ მოვალეობებს საკუთარი და საზოგადოების კეთილდღეობისათვის, ასევე უნდა ზრუნავდნენ საკუთარი ზნეობრივი განვითარებისა...
იხილეთ სრულად
ყოველგვარი წოდებისა და განათლების - დიდისა თუ მცირეს მქონე ადამიანები, ზუსტად და გულმოდგინედ უნდა აღასრულებდნენ თავიანთ მოვალეობებს საკუთარი და საზოგადოების კეთილდღეობისათვის, ასევე უნდა ზრუნავდნენ საკუთარი ზნეობრივი განვითარებისა და სრულყოფისათვის. მაგრამ ეს განსაკუთრებით მაღალი საზოგადოებრივი მდგომარეობის მქონე ადამიანთა ვალია, მათი გავლენის ფართო სპექტრიდან გამომდინარე, რასაც მათი ცხოვრება და საქციელი ახდენს წოდებით და მდგომარეობით მათზე დაქვე...