როგორც სიბნელეში ჯანმრთელი თვალითაც ვერ გავარჩევთ საგნებს, ასევე ღვთის გარეშე ვერ ვიხილავთ ჭეშმარიტების წყაროს ნამდვილ ნათელს; და ჩვენ კი ჯანსაღი გონებითაც კი არ ძალგვიძს ჭეშმარიტების შეცნობა.
ცოდნა ბუნებრივ სინათლეს ჰგავს, გულითადი რწმენა კი - ბუნებრივ სითბოს. როგორც ხილულ სამყაროში მცენარეთა სიცოცხლე სინათლისა და სითბოს მეშვეობით ვითარდება, ასევე სულიერი ცხოვრების წარმატებაში ცოდნის გარდა გულითადი რწმენაც აუცილებელია.
ჭეშმარიტებას კი არ მოიპოვებენ, არამედ - შეიწყნარებენ, და ის ამაოდ დაშვრებოდა, ზეციური ძალებიდან რომ არ იღებდეს მასალას თავისი სამუშაოსთვის. ეს უმაღლესი ძალა რწმენაა.
ადამიანური სიბრძნე მთვარეს ჰგავს, ღამის სიბნელეს უნათებს ადამიანს მხოლოდ მაშინ, როდესაც თავის ნათელს იგი სიბრძნესა და საღვთო ჭეშმარიტებას დაესესხება. შეხედეთ, რა ემართება მთვარეს, როდესაც დედამიწის შავიჩრდილი მის დისკზე წევს? მაში...
იხილეთ სრულად
ადამიანური სიბრძნე მთვარეს ჰგავს, ღამის სიბნელეს უნათებს ადამიანს მხოლოდ მაშინ, როდესაც თავის ნათელს იგი სიბრძნესა და საღვთო ჭეშმარიტებას დაესესხება. შეხედეთ, რა ემართება მთვარეს, როდესაც დედამიწის შავიჩრდილი მის დისკზე წევს? მაშინ ჩამოეფარება იგი მზეს, მისი ვერცხლისფერი შუქი ჩაქრება - რჩება მხოლოდ ბნელი მასა და თითქოს მთვარე არც ყოფილა. ასევე ემართება ადამიანურ სიბრძნესაც, როდესაც გზააბნეულობა, მიწიერი სიამოვნებანი და ვნებები ჩამოეფარებიან მის წ...
ნუთუ ფიქრობენ, რომ ღვთის და ქრისტეს ჭეშმარიტება განზე დგას ბუნებრივი ჭეშმარიტებისაგან, რომელიც სასარგებლოა ადამიანისა და საზოგადოებისათვის და რომ ამ უკანასკნელს ისევე შეუძლია პირველის გარეშე ცხოვრება, როგორც - მასთან შეერთებით?! შ...
იხილეთ სრულად
ნუთუ ფიქრობენ, რომ ღვთის და ქრისტეს ჭეშმარიტება განზე დგას ბუნებრივი ჭეშმარიტებისაგან, რომელიც სასარგებლოა ადამიანისა და საზოგადოებისათვის და რომ ამ უკანასკნელს ისევე შეუძლია პირველის გარეშე ცხოვრება, როგორც - მასთან შეერთებით?! შეხედეთ ხალხებსა და ადამიანთა საზოგადოებებს, ქრისტიანულსა და არაქრისტიანულს. განა იქ არ ანათებს ბუნებრივი ჭეშმარიტება: საბუნებისმეტყველო, გონებრივი, ბუნებრივი, შემოქმედებითი - კეთილმოწყობილი და გამშვენებული ადამიანთა საზო...
ღვთის, სიცოცხლის წყაროსა და სიკეთის საწყისთან გაუცხოვების გამო გაუხეშებული სული ამაოდ იმედოვნებს, რომ ვითარდება, მაღლდება, იზრდება და წინ მიდის: მასში კი მხოლოდ თავმოყვარეობის სული იზრდება, იგი მხოლოდ ამპარტავნებით მაღლდება, მხოლო...
იხილეთ სრულად
ღვთის, სიცოცხლის წყაროსა და სიკეთის საწყისთან გაუცხოვების გამო გაუხეშებული სული ამაოდ იმედოვნებს, რომ ვითარდება, მაღლდება, იზრდება და წინ მიდის: მასში კი მხოლოდ თავმოყვარეობის სული იზრდება, იგი მხოლოდ ამპარტავნებით მაღლდება, მხოლოდ ბოროტებაში იზრდება, წინ მიდის, მაგრამ ამაოების გზით, რომელსაც დაღუპვამდე მიჰყავს.