კითხვა-პასუხი ფსიქოლოგიურ, სულიერ და საეკლესიო თემებზე
კითხვა-პასუხი ფსიქოლოგიურ, სულიერ და საეკლესიო თემებზე კითხვა-პასუხი ფსიქოლოგიურ, სულიერ და
475. ზოგჯერ, აზრი არა მარტო შფოთს მითესავს, არამედ მაიძულებს კიდეც, რომ რაღაც გავაკეთო ან ვთქვა, ხოლო ზოგჯერ პირიქით, სურს რა ხელის შეშლა, თუ რაღაცის თქმა და გაკეთება დავაპირე, მაკავებს და მეწინააღმდეგება. როგორ მოვიქცე?
474. ჩემო მამაო, შენ განმიცხადე, ყველაფერი რაც შფოთთან და პატივმოყვარეობასთანაა შერწყმული, დემონებისაგან წარმოდგებაო. ვმადლობ ღმერთს, რომ მან თქვენი სულიერი სწავლებით გონება გამინათა და ცოდვილებს, თავისი წმიდანების მეშვეობით სიცოცხლის გზა შეგვაცნობინა. ახლა გთხოვ, ისიც ამიხსნა, თუ რა არის თავის მართლება იხილეთ სრულად
473. ჩემო მამაო, შენ მითხარი, აზრი საუბრის დაწყებამდე გამოიკვლიეო, მაგრამ როგორ მოვიქცე, როდესაც საჭიროება მოითხოვს, რომ სიტყვა მანამდე ვთქვა, სანამ მოფიქრებას მოვასწრებ, ან როდესაც საუბარში მდუმარედ გამოჩენა არ მინდა და მეც მსურს მასში მცირედი მონაწილეობის მიღება; ამასთანავე, სათქმელში რაიმე აშკარა ცოდვას ვერ ვხედავ, არამედ პირიქით, მეჩვენება, რომ ის კარგი ან საშუალოა; ასეთ შემთხვევაში, რადგან ყოველმხრივი განხილვის დრო არა მაქვს და ვერც იმას ვხვდები სათქმელში ცოდვა იმალება თუ არა, რას მიბრძანებ, როგორ მოვიქცე? იხილეთ სრულად
472. ზოგჯერ, ვინმესთან საუბრის დაწყებისთანავე მტერი მაშფოთებს და როგორ მოვიქცე არ ვიცი. თუ, როგორც შენ მითხარი, საუბრის ავკარგიანობის განსახილავად და გასააზრებლად შევჩერდები, მაშინ მოსაუბრემ შესაძლოა მოულოდნელად შეწყვეტილი საუბრის გამო განმიკითხოს იხილეთ სრულად
471. დიდმა ბერმა თქვა: „თუ ვინმე აზრებში, თუნდაც თმის ღერისოდენა შფოთს შეიგრძნობს, ეს ბოროტისგან არისო“. ამიხსენი, რას ნიშნავს ეს
470. როდესაც ვინმესთან საქმეზე ვსაუბრობ, ვშფოთავ; არ ვიცი რატომ მემართება ასე. ხშირად ვნანობ ამას, მაგრამ კვლავ ჩემი სურვილის საწინააღმდეგოდ იგივე მემართება; და კიდევ, რატომ მაწვება მოწყენილობა?
469. როდესაც იმ ადამიანთა წრეში აღმოვჩნდები, რომლებიც საერო ან სულიერ საკითხებზე საუბრობენ, მაშინ როგორ მოვიქცე: მივიღო მონაწილეობა საუბარში თუ არა?
468. ხშირად, როდესაც ზოგადად ვლაპარაკობ, მრავალსიტყვაობაში ვვარდები, რომლისგანაც, როგორც ითქვა, ცოდვას ვერავინ გაექცევა (იგავ. 10, 19). ამ შემთხვევაში როგორ უნდა მოვიქცე?
467. არის ზოგიერთი, ასე ვთქვათ, ზოგადი საუბრები, რომლებშიც არც ცოდვაა და არც სარგებელი, როგორც მაგალითად: ქალაქის მოუწყობლობის ან მშვიდობის შესახებ, მის სიმდიდრეზე ან საომარ ვითარებებზე და მსგავს საკითხებზე. ნუთუ ასეთი საუბარიც შეუფერებელია? იხილეთ სრულად