მოიძებნა 10 ჩანაწერი
წმ. იუსტინე (პოპოვიჩი) - ციტატები, გამონათქვამები
წმ. იუსტინე (პოპოვიჩი) - ციტატები, გამონათქვამები წმ. იუსტინე (პოპოვიჩი) | გამონათქვამები
ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები
524. ვისგან მომდინარეობს წმიდა საღმრთო გადმოცემა?
წმიდა საღმრთო გადმოცემა მთლიანად და სრულად – ღმერთკაც იესო ქრისტესგანაა, წმიდა მოციქულთაგან და წმიდა მამებისგანაა, – ანუ ქრისტეს ეკლესიისგანაა. და იგი მხოლოდ ეკლესიაში და ეკლესიის მიერ არის დაცული, და წმიდა მამებიც დამცველ–შემნახავნი არიან ამ ყველაზე ძვირფასი განძისა – წმიდა საღმრთო სამოციქულო გადმოცემისა.
391. რას ეწოდება მადლი?
ღვთაებრივი სავსებისაგან, რომელიც ღმერთკაც იესო ქრისტეში განხორციელდა, განუწყვეტლივ გადმოიღვრება აღურაცხელი და აუწყველი საღმრთო ძალნი, ყოვლად აუცილებელნი ადამიანური არსებისათვის, ხსნისათვის, განღმრთოების, ეკლესიის წიაღში შესვლის, ქრისტეს თანამოზიარედ და თანა–მყოფად გახდომისათვის, ანუ იმისათვის, რომ სულიწმიდის თანამოზიარე და ყოვლადწმიდა სამების ნაწილად შეიქნას. ყველა ეს ღვთაებრივი ძალა ერთი სიტყვით – მადლით იწოდება.
341. რომელია უპირველესი საიდუმლო და უპირველესი სათნოება?
უპირველესი საიდუმლოა ნათლისღება, ხოლო უპირველესი სათნოება – რწმენა.
თემა: ნათლისღება, რწმენა, სათნოებებიავტორი: წმ. იუსტინე (პოპოვიჩი)
წყარო: ათასი კითხვა დედა-ეკლესიას
310. საიდან იღებს დასაბამს საეკლესიო იერარქია?
არსებითად, იერარქია თავის დასაბამს "საუკუნო მღვდელმთავრისაგან" იღებს – ღმერთკაც იესო ქრისტესაგან, ყოვლადწმიდა სამების მეორე ჰიპოსტასისაგან... იერარქია თავად იესო ქრისტესგანაა, და თვით ქრისტეს – იერარქიაშია და სწორედ ამიტომ იგი აიგივებს თავს იერარქიასთან, როცა ასე უქადაგებს წმ. მოციქულებს: "რომელმან თქუენი ისმინოს, ჩემი ისმინა; და რომელმან თქუენ შეურაცხ–გყვნეს, მე შეურაცხ–მყოფს; და რომელმან მე შეურაცხმყოს, შეურაცხჰყოფს მომავლინებელსა ჩემსა" (ლუკ. 10, 16).