ცოდვის არსი, ეშმაკისეული იქნება ის თუ ადამიანური, არის დაუმორჩილებლობა ღმრთისადმი, რომელიც აბსოლუტური სიკეთეა და ყოველგვარი კეთილის შემოქმედი. ამ ურჩობის მიზეზი თავისმოყვარე ამპარტავნებაა. „ეშმაკი ვერ შეძლებდა ადამიანის ცოდვაში ჩა...
იხილეთ სრულად
ცოდვის არსი, ეშმაკისეული იქნება ის თუ ადამიანური, არის დაუმორჩილებლობა ღმრთისადმი, რომელიც აბსოლუტური სიკეთეა და ყოველგვარი კეთილის შემოქმედი. ამ ურჩობის მიზეზი თავისმოყვარე ამპარტავნებაა. „ეშმაკი ვერ შეძლებდა ადამიანის ცოდვაში ჩაგდებას, - ამბობს ნეტარი ავგუსტინე, - ამ საქმეში თავისმოყვარებას რომ არ ემოქმედა“. ამპარტავნება ბოროტების მწვერვალია, - ამობობს წმიდა იოანე ოქროპირი, - ღმერთის წინაშე არაფერია ისე საძაგელი, როგორც ამპარტავნება. ამიტომაც მ...
link
ჩვენმა პირველმშობლებმა ცოდვით გაიჭუჭყიანეს და შებილწეს გული. მან დაკარგა პირვანდელი სიწმინდე და უბიწოება, ღმერთის სიყვარულის გრძნობა ღმრთისადმი შიშის გრძნობამ განდევნა (შესაქმ. 3, 8); გული უგუნურ მისწრაფებებსა და ვნებიან სურვილებს...
იხილეთ სრულად
ჩვენმა პირველმშობლებმა ცოდვით გაიჭუჭყიანეს და შებილწეს გული. მან დაკარგა პირვანდელი სიწმინდე და უბიწოება, ღმერთის სიყვარულის გრძნობა ღმრთისადმი შიშის გრძნობამ განდევნა (შესაქმ. 3, 8); გული უგუნურ მისწრაფებებსა და ვნებიან სურვილებს მიეცა. ამგვარად, ჩენს პირველმშობლებს დაუბნელდათ თვალი, რომლითაც ღმერთს ჭვრეტდნენ, რამეთუ ცოდვა, როგორც საბურველი, გადაეკრა გულს, რომელიც მაშინ ჭვრეტს ღმერთს, როდესაც უმანკო და წმინდაა (მათ. 5, 8).
link
პირველქმნილი ცოდვის წინაპრებიდან შთამომავლობაზე გადაცემის გზა თავისი არსით შეუვალი იდუმალებითაა მოცული. „არაფერია უფრო ცნობილი, ვიდრე ეკლესიის სწავლება პირველქმნილ ცოდვაზე, ამბობს ნეტარი ავგუსტინე, მაგრამ არაფერია უფრო იდუმალი შემ...
იხილეთ სრულად
პირველქმნილი ცოდვის წინაპრებიდან შთამომავლობაზე გადაცემის გზა თავისი არსით შეუვალი იდუმალებითაა მოცული. „არაფერია უფრო ცნობილი, ვიდრე ეკლესიის სწავლება პირველქმნილ ცოდვაზე, ამბობს ნეტარი ავგუსტინე, მაგრამ არაფერია უფრო იდუმალი შემეცნებისთვის.“
link
ჩვენთვის, ქრისტიანებისათვის, ლოცვა ღმრთის სათნო საქმეთაგან უპირველესი და ყველაზე აუცილებელია. მას ყველა წმინდა სათნოებაში შევყავართ, ის ნერგავს ჩვენში სათნოებებს, ის სრულყოფს მათ, ის აქცევს მათ უკვდავად და მარადიულად. ამიტომ მოგვე...
იხილეთ სრულად
ჩვენთვის, ქრისტიანებისათვის, ლოცვა ღმრთის სათნო საქმეთაგან უპირველესი და ყველაზე აუცილებელია. მას ყველა წმინდა სათნოებაში შევყავართ, ის ნერგავს ჩვენში სათნოებებს, ის სრულყოფს მათ, ის აქცევს მათ უკვდავად და მარადიულად. ამიტომ მოგვეცა სახარებისეული მცნება: „მოუკლებელად ილოცვიდით“ (1 თეს. 5, 17).
link
სიკვდილი ადამის ყოველი შთამომავლის ხვედრია, რამეთუ ისინი ცოდვით დასნეულებული და ამის გამო მოკვდავი ადამისგან იშვებიან. როგორც მოწამლული წყაროდან ბუნებრივად გამოედინება მოწამლული ნაკადი, ასევე ცოდვითა და სიკვდილით დასნეულებული მამა...
იხილეთ სრულად
სიკვდილი ადამის ყოველი შთამომავლის ხვედრია, რამეთუ ისინი ცოდვით დასნეულებული და ამის გამო მოკვდავი ადამისგან იშვებიან. როგორც მოწამლული წყაროდან ბუნებრივად გამოედინება მოწამლული ნაკადი, ასევე ცოდვითა და სიკვდილით დასნეულებული მამამთავრისგან ბუნებრივად მოედინება ცოდვითა და სიკვდილით სნეული შთამომავლობა.
link
524. ვისგან მომდინარეობს წმიდა საღმრთო გადმოცემა?
341. რომელია უპირველესი საიდუმლო და უპირველესი სათნოება?
310. საიდან იღებს დასაბამს საეკლესიო იერარქია?
295. საიდან დაედო დასაბამი ეკლესიის ცხოვრებას?