მამა ვალენტინი მორდასოვი

აგვიხსენით ადამის ბუნების მოქმედება?

აგვიხსენით ადამის ბუნების მოქმედება?

ქრისტიანი უნდა ეწინააღმდეგებოდეს ადამის ცოდვიან ბუნებას. წმიდა ეფრემ ასური თავის სწავლებაში ამბობს: "ადამის ბუნება:

    სწავლა არ მინდა, სხვისი სწავლება კი მიხარია;

    მორჩილება არ მინდა, სხვისი დამორჩილება კი მიყვარს;

    შრომა არ მინდა, სხვისი დატვირთვა კი მეხალისება;

    პატივის მიგება არ მინდა, პატივცემული კი მინდა ვიყო;

    საყვედურებს ვერ ვიტან, დასაყვედურება კი მიყვარს;

    არ მინდა მამცირებდნენ, სხვის დამცირება კი მიყვარს;

    ბრძენი ვარ რჩევების მიცემაში, მათს შესრულებაში კი არა;

    რასაც უნდა ვაკეთებდე, იმას ვლაპარაკობ, ხოლო რაც არც კი ითქმის, იმას ვაკეთებ;

    თუ ძმამ შესცოდა, სიამოვნებით ვამხელ მას, ხოლო თუ თავად ვცოდავ, რომ მამხელენ, არ მსიამოვნებს".

 
თემატური კითხვები
0