მარიამი, განხორციელებული ღმრთის, იესუ ქრისტეს დედა, წმიდათა იერარქიაში უპირველესია. ეკლესია მას უწოდებს: ყოვლადწმიდას, კურთხეულს, მარადქალწულს, ღმრთისმშობელს, ქერუბიმთა უპატიოსნესსა და სერაბიმთა უზეშთაესსა და სხვა მრავალ აღმატებულ...
იხილეთ სრულად
მარიამი, განხორციელებული ღმრთის, იესუ ქრისტეს დედა, წმიდათა იერარქიაში უპირველესია. ეკლესია მას უწოდებს: ყოვლადწმიდას, კურთხეულს, მარადქალწულს, ღმრთისმშობელს, ქერუბიმთა უპატიოსნესსა და სერაბიმთა უზეშთაესსა და სხვა მრავალ აღმატებულ სახელს (ლუკა 1, 28-48). ღმრთისმშობლის, იოანე ღმრთისმეტყველის, იოანე ნათლისმცემლის და მათ კვალზე წასულების ღვაწლით, რომელთაც დაიცვეს უბიწოება, ქალწულებას კვლავ დაუბრუნდა თავისი პირვანდელი დიდება (დაბ. 2, 25).
link
ჰგავს კი დღევანდელი მართლმადიდებელი ეკლესია იმ ქრისტეანულ თემს, რომლის შესახებაც მოგვითხრობენ ახალი აღთქმისა და მოციქულთა მოწაფეების ნაწერები, ჰგავს იგი მოციქულთა დროინდელ ეკლესიას? – ჰგავს! და თუკი არის მათ შორის რაიმე განსხვავებ...
იხილეთ სრულად
ჰგავს კი დღევანდელი მართლმადიდებელი ეკლესია იმ ქრისტეანულ თემს, რომლის შესახებაც მოგვითხრობენ ახალი აღთქმისა და მოციქულთა მოწაფეების ნაწერები, ჰგავს იგი მოციქულთა დროინდელ ეკლესიას? – ჰგავს! და თუკი არის მათ შორის რაიმე განსხვავება, იგი მხოლოდ გარეგნულია და არა არსებითი. ამის გასაგებად იქნებ ასეთი მაგალითი გამოდგეს: ადამიანი იცვლება გარეგნულად, ბავშვობაში იგი სხვაა, მოწიფულ ასაკში სხვა და ა.შ. მაგრამ ეს ცვლილება არაა არსებითი, იგი ხომ იმავე პიროვ...
link
ქრისტეს მოსვლა ქვეყნად ისტორიული ფაქტი, მოვლენა იყო, „აღსრულებულ არს ჟამი და მოახლოებულ სასუფეველი ღმრთისაი“ (მარკ. 1, 15). მისი დაბადებით დაიწყო ქვეყნიერებისათვის არსებითად ახალი დრო – „უკანასკნელი ჟამი“. გარდამოსვლა სული წმიდისა...
იხილეთ სრულად
ქრისტეს მოსვლა ქვეყნად ისტორიული ფაქტი, მოვლენა იყო, „აღსრულებულ არს ჟამი და მოახლოებულ სასუფეველი ღმრთისაი“ (მარკ. 1, 15). მისი დაბადებით დაიწყო ქვეყნიერებისათვის არსებითად ახალი დრო – „უკანასკნელი ჟამი“. გარდამოსვლა სული წმიდისა (მაცხოვრის აღთქმის აღსრულება), აგრეთვე, ისტორიული ფაქტია. ამ წუთიდან მიემადლა ეკლესიას „ზეგარდამო მადლი“ და „სული ჭეშმარიტებისა“ – „აჰა ესერა მე მოგივლინო თქუენ აღთქუმაი მამისა ჩემისაი ხოლო თქუენ დასხედით ქალაქსა ამას შ...
link
მაცხოვარს ორი – ღმრთაებრივი და კაცობრივი ბუნება ჰქონდა, ეკლესიაც ასეა. მისი, ასე ვთქვათ, „ადამიანური“ ბუნება მოყოლილია უამრავი სახის განსაცდელქვეშ, მაგრამ ნუგეშად ღმრთის აღთქმა ეგულება: „აღვაშენო ეკლესიაი ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისან...
იხილეთ სრულად
მაცხოვარს ორი – ღმრთაებრივი და კაცობრივი ბუნება ჰქონდა, ეკლესიაც ასეა. მისი, ასე ვთქვათ, „ადამიანური“ ბუნება მოყოლილია უამრავი სახის განსაცდელქვეშ, მაგრამ ნუგეშად ღმრთის აღთქმა ეგულება: „აღვაშენო ეკლესიაი ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას“. (მათე 16, 18). რა იგულისხმება ამ ნათქვამში? – ძლიერი ქარტეხილები დაატყდება ეკლესიას თავს, იქნება კიდეც ათრიონ და გლიჯონ მისი „კაცობრივი“ სხეული, მაგრამ ეკლესიას ვერ მოსპობენ, ვერ გაანადგურებენ. არ შე...
link
მართლმადიდებელ ეკლესიას უბრალოდ ეკლესიას უწოდებენ. იგი არსებითად ისევ ის თემია, ის ეკლესიაა, რომელსაც დასაბამი იერუსალემში, სულიწმიდის გარდამოსვლის დღეს დაედო. მოყოლებული თავისი დაარსების დღიდან დღემდე მას არ განუცდია რაიმე ცვლილე...
იხილეთ სრულად
მართლმადიდებელ ეკლესიას უბრალოდ ეკლესიას უწოდებენ. იგი არსებითად ისევ ის თემია, ის ეკლესიაა, რომელსაც დასაბამი იერუსალემში, სულიწმიდის გარდამოსვლის დღეს დაედო. მოყოლებული თავისი დაარსების დღიდან დღემდე მას არ განუცდია რაიმე ცვლილებები და არ საჭიროებს თავისი უტყუარობის, ჭეშმარიტების მტკიცებას, სრულიად აშკარაა, რომ მასში, მისი სახით დღეს კვლავ განაგრძობს სიცოცხლეს მოციქულთა ეკლესია.
link
ამქვეყნიურ, ხილულ ეკლესიასა და ზეციურ, უხილავ ეკლესიას შორის განუწყვეტელი ლოცვითი კავშირია. ამიტომაა საეკლესიო კალენდარში წელიწადის ყოველი დღე რომელიმე ერთ ან, უფრო ხშირად, რამდენიმე წმიდანის ხსენებას რომ ეძღვნება. და ყოველდღე ვის...
იხილეთ სრულად
ამქვეყნიურ, ხილულ ეკლესიასა და ზეციურ, უხილავ ეკლესიას შორის განუწყვეტელი ლოცვითი კავშირია. ამიტომაა საეკლესიო კალენდარში წელიწადის ყოველი დღე რომელიმე ერთ ან, უფრო ხშირად, რამდენიმე წმიდანის ხსენებას რომ ეძღვნება. და ყოველდღე ვისმენთ ეკლესიაში ამ დღის წმიდანის ან წმიდანების საგალობლებს. საგალობლების შინაარსი გვამცნობს მარტვილისა ან რომელიმე ღირსი მამის მოღვაწეობას და თხოვნით მიმართავს მას, ევედროს ღმერთს ჩვენთვის.
link
ჩვენი ცხონება ნათლისღებისას იწყება, როცა ცოდვათა მიტევება მოგვემადლება, რასაც უნდა მოჰყვეს კაცის ახალი, სულიწმიდის მიერ განახლებული ცხოვრება, იგი უნდა გახდეს ნაწილი ქრისტეს სხეულისა – ეკლესიისა. გულის გაწმედა ვნებებისაგან უნდა იყო...
იხილეთ სრულად
ჩვენი ცხონება ნათლისღებისას იწყება, როცა ცოდვათა მიტევება მოგვემადლება, რასაც უნდა მოჰყვეს კაცის ახალი, სულიწმიდის მიერ განახლებული ცხოვრება, იგი უნდა გახდეს ნაწილი ქრისტეს სხეულისა – ეკლესიისა. გულის გაწმედა ვნებებისაგან უნდა იყოს აზრი ამ ცხოვრებისა, რომ შევძლოთ, სული წმიდის ძალით, ხილვა ღმრთისა (მათე 5, 8).
link
კაცის ცხონება, როგორც ვთქვით, პირველ რიგში მის საკუთარ ნებაზეა დამოკიდებული. გოლგოთაზე ქრისტესთან ერთად ორი ავაზაკი გააკრეს ჯვარს. ერთი გმობდა იესუს, მეორემ შეინანა და შეევედრა მხსნელს: „მომიხსენენ, უფალო, სასუფეველსა შენსა“. პასუ...
იხილეთ სრულად
კაცის ცხონება, როგორც ვთქვით, პირველ რიგში მის საკუთარ ნებაზეა დამოკიდებული. გოლგოთაზე ქრისტესთან ერთად ორი ავაზაკი გააკრეს ჯვარს. ერთი გმობდა იესუს, მეორემ შეინანა და შეევედრა მხსნელს: „მომიხსენენ, უფალო, სასუფეველსა შენსა“. პასუხად მას მიეცა პირობა ღმრთისაგან: „ამენ, გეტყვი შენ: „დღეს ჩემთანა იყო სამოთხესა“ (ლუკა 23, 39–43). ქრისტეს სიკვდილმა ჯვარზე გაკრულ, განწირულ, მონანიე ავაზაკს ცოდვების შენდობა და წყალობა შესძინა.
link