თემა: ეკლესია

მაცხოვარს ორი – ღმრთაებრივი და კაცობრივი ბუნება ჰქონდა, ეკლესიაც ასეა. მისი, ასე ვთქვათ, ადამიანური

მაცხოვარს ორი – ღმრთაებრივი და კაცობრივი ბუნება ჰქონდა, ეკლესიაც ასეა. მისი, ასე ვთქვათ, „ადამიანური“ ბუნება მოყოლილია უამრავი სახის განსაცდელქვეშ, მაგრამ ნუგეშად ღმრთის აღთქმა ეგულება: „აღვაშენო ეკლესიაი ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას“. (მათე 16, 18). რა იგულისხმება ამ ნათქვამში? – ძლიერი ქარტეხილები დაატყდება ეკლესიას თავს, იქნება კიდეც ათრიონ და გლიჯონ მისი „კაცობრივი“ სხეული, მაგრამ ეკლესიას ვერ მოსპობენ, ვერ გაანადგურებენ. არ შეირყევა იგი ქრისტეს მეორედ მოსვლამდე; მტკიცედ იდგება იმ დრომდე სულიწმიდის გარდამოსვლის წუთიდან შობილი ეკლესია, რომელმაც სათუთად ატარა და შეინახა მოციქულთა მღვდლობა, ევქარისტია და სხვა წმიდა საიდუმლოებები, საერთოდ მთელი თავისი ცოდნა და გამოცდილება. ყველაფერ ამას ეწოდება წმიდა გადმოცემა.
 
თემატური კითხვები
0