დაცემები – საშუალებაა თავის დასამდაბლებლად

დაცემა - ციტატები, გამონათქვამები

გაიხსენე ძლიერთა დაცემა და საკუთარ სათნოებებში დამდაბლდი

თუ არ დაეცი, მაშ, როგორ ადგები; თუ არ დამდაბლდი, როგორ ამაღლდები!

ამპარტავნების ნაყოფი და უფსკრული არის ცოდვით დაცემა, დაცემა კი მათთვის, ვისაც ცხონება სურს, ხშირად სიმდაბლის მიზეზი ხდება.

როდესაც დაეცემი, ნუ მოუსმენ მათ, ვინც ამბობს: მთავარია, დიდად არ სცოდო, ეს კი არაფერია. ხშირად მცირე ძღვენი მსაჯულის დიდ გულისწყრომას დააცხრობს.
თავმდაბალ ადამიანზე არ ვშიშობ. თუ დაეცემა უმდაბლესი და უსაძაგლესი ცოდვითაც კი, ღმერთი ბოლოს მაინც შეიწყალებს მას. სიმდაბლე ფუჭად არასოდეს იკარგება.
როცა სალოცავად მიდიხარ, გაიხსენე შენი ვნებები, სისუსტეები, რა ადვილად გაურბიხარ ღმერთს და ეცემი. გაიხსენე, რომ მხოლოდ ქრისტეს შეუძლია გიხსნას დაცემისაგან.

მთელი უბედურება იმაში კი არ მდგომარეობს, რომ შენ დაეცი, არამედ იმაში, რომ დაცემის შემდგომ არ დგები იმაში კი არა, რომ შესცოდე, არამედ იმაში, რომ ცოდვას არ განეშორები.

ნუ შეძრწუნდები, თუნდაც ყოველდღიურად ეცემოდე და ღვთის გზას ზურგს ნუ შეაქცევ, არამედ მამაცურად იდექი და შენი მფარველი ანგელოზი შენს ამ მოთმინებას უეჭველად დააფასებს.

უბადრუკია დაცემული, მაგრამ კიდევ უფრო უბადრუკია იგი, ვინც თვით ეცემა და სხვასაც დაცემისკენ უბიძგებს. ის ორმაგი დაცემის სიმძიმეს ტვირთულობს და ასევე - გულისთქმის სიმძიმესაც.