ღვთის ხსსენებაში განმარტოებით მჯდომარემ, გონება განათავისუფლე ყველაფრისაგან და ერთი ღვთისაკენ ისწრაფე, მის წინაშე ღვარე ცრემლი და გამოთქვი გულიდან ყველაფერი და მიეკარი მას სიყვარულით. უფლის ხსოვნა არის გონივრული ჭვრეტა ღვთისა, რომ...
იხილეთ სრულად
ღვთის ხსსენებაში განმარტოებით მჯდომარემ, გონება განათავისუფლე ყველაფრისაგან და ერთი ღვთისაკენ ისწრაფე, მის წინაშე ღვარე ცრემლი და გამოთქვი გულიდან ყველაფერი და მიეკარი მას სიყვარულით. უფლის ხსოვნა არის გონივრული ჭვრეტა ღვთისა, რომელიც მიიზიდავს ხედვასა და გონების სურვილს. ღვთისაკენ მიქცეული გონება, მას შემდეგ რაც წარმოუდგება მას ყოველგვარი წარმოსახვები არსებული სხეულებისა, ჭვრეტს ღმერთს უჩინრად.
link
მზის ჩასვლა იწვევს ღამეს და როდესაც ქრისტე სცილდება სულს, მაშინ მას ჰფარავს ვნებების ღრუბელი და მოაზროვნე მხეცები იწყებენ მის გლეჯას. მზის ამოსვლისას ნადირები იმალებიან თავიანთ ხვრელებში, ხოლო მტკიცედ მლოცველ გონებაში გამობრწყინდე...
იხილეთ სრულად
მზის ჩასვლა იწვევს ღამეს და როდესაც ქრისტე სცილდება სულს, მაშინ მას ჰფარავს ვნებების ღრუბელი და მოაზროვნე მხეცები იწყებენ მის გლეჯას. მზის ამოსვლისას ნადირები იმალებიან თავიანთ ხვრელებში, ხოლო მტკიცედ მლოცველ გონებაში გამობრწყინდება ქრისტე და სამყარო თავის წესებს უბრუნდება, გონება გამოდის თავისი საქმისათვის ე.ი. საღამომდე საღვთო სწავლისათვის.
link
ლოცვა არის გონებრივი საუბარი ღმერთთან ლოცვითი სიტყვების გამოთქმითა და თანადროული სწრაფვით გონებით ღვთისაკენ. როცა აზრი ხშირად გამოთქვამს უფლის სახელს და გონება ცხადად უყურებს (აყურადებს) ღვთის სახელის მოწოდებას, მაშინ ღვთაებრივი ნ...
იხილეთ სრულად
ლოცვა არის გონებრივი საუბარი ღმერთთან ლოცვითი სიტყვების გამოთქმითა და თანადროული სწრაფვით გონებით ღვთისაკენ. როცა აზრი ხშირად გამოთქვამს უფლის სახელს და გონება ცხადად უყურებს (აყურადებს) ღვთის სახელის მოწოდებას, მაშინ ღვთაებრივი ნათელი, როგორც მბრწყინავი ღრუბელი, ანათებს მთელს სულს.
link
გონივრულად შესრულებული ხშირი, მხურვალე ლოცვები გვავიწყებს წარსულ საქმეებს. სულის განათლება ღვთის ხსოვნით და შემუსვრილი გულით ანადგურებს უკეთურ ხსოვნებს.
თავი შეიკავე ხილული საქმეებისაგან, საუბრებისაგან და ებრძოლე შინაგან აზრებს, სანამ არ მოიპოვებ სუფთა ლოცვას – სახელს, სადაც ქრისტე ცხოვრობს, რომელიც განგანათლებს და ნეტარებას მოგგვრის თავისი მოკითხვით და გამოცხადებით.