თემა: სიმდაბლე
არსენი დიდის თავმდაბლობა და მორჩილება.
ღირსი არსენი დიდი ისეთი თავმდაბალი და მორჩილი იყო და იმდენად არ ემყარებოდა თავის გონებას, რომ ყოველთვის ეძიებდა რაიმე ესწავლა, უსწავლელ ადამიანებთანაც კი.
ერთხელ ეს მოსაგრე ესაუბრებოდა ეგვიპტიდან ჩამოსულ ერთ ბერს, რჩევა-დარიგებას სთხოვდა, უკეთესად რომ განედევნა გულიდან ღვთისთვის არასათნო აზრები. სხვა მოსაგრემ მოისმინა მათი საუბარი, გაუკვირდა და არსენის ჰკითხა:
-ნუთუ შენ, რომელმაც ბერძნული და ლათინური ენები იცი, რჩევას იღებ უსწავლელისგან?
-მე ვიცი ბერძნული და ლათინური ენები, - მიუგო ღირსმა მამამ, - მაგრამ დღემდე ვერ ვისწავლე ანბანი, რომელიც ამ უბრალო ადამიანმა ასე მტკიცედ იცის.
ამით არსენი დიდმა გამოამჟღავნა თავმდაბლობა, რომელიც ყველა სათნოების სათავეა, ისევე, როგორც ანბანი არის ყველა წიგნის სათავე