თემა: ბოროტება, სიძულვილი, სათნოებები, ღვთისათვის თავგანწირვა
მოძულეს სათნოება არ ძალუძს.
ქრისტიანების დევნის დროს რწმენის გამო დააპატიმრეს ორი ძმა, რომლებიც ერთმანეთზე გაბოროტებულნი იყვნენ; ჩვეულებრივი დაკითხვის შემდეგ მათ სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. მაშინ ერთმა მეორეს უთხრა:
-შევრიგდეთ, საყვარელო ძმაო! ხვალ ღვთის წინაშე წარვსდგებით, - მაგრამ ძმამ მისი მოსმენაც არ ისურვა.
მეორე დღეს ისინი დასასჯელად მიიყვანეს და რა მოხდა? ის ძმა, რომელმაც შერიგებაზე უარი თქვა, ქრისტეს განუდგა; ხოლო მეორე, რომელმაც ძმას შეუნდო, ქრისტეს რწმენისათვის აღესრულა. გაოცებულმა ჯალათმა პირველს ქრისტეს უარყოფის მიზეზი ჰკითხა, მისგან კი შემდეგი პასუხი მოისმინა:
-ძმასთან შერიგებაზე გადაჭრილი უარის თქმისთანავე, მეყსეულად დამტოვა ღვთის შემწეობამ და ძალამ; აი, ერთადერთი მიზეზი, რის გამოც უარი ვთქვი ქრისტეს რწმენაზე.
სიძულვილით სავსე კაცი, რომელიც განუწყვეტლივ ეძებს სხვადასხვა საშუალებას, რათა ბოროტება გაუკეთოს მას, ვინც ეჯავრება, აღარ ჰგავს ადამიანს, არამედ სრულიად ემორჩილება დამღუპველ სულს; და განა ძალუძს მას რაიმე სათნოების აღსრულება, რომელსაც ღვთისა და მოყვასის უდიდესი სიყვარული ესაჭიროება