თემა: ლოცვა, სასწაულები
უფალი შეიწირავს ლოცვას.
ოდესღაც კუნძულ კვიპროსზე ისეთი ხანგრძლივი გვალვა იყო, რომ ყველა ბალახი და ნაყოფი გახმა და მთელ ქვეყანას საშინელი შიმშილი დაემუქრა. ეპისკოპოსმა შეაგროვა ხალხი და საზეიმო ლოცვა აღავლინა ღვთის წინაშე, რათა ჰაერისთვის კეთილნაყოფიერება მიენიჭებინა. შუა გალობის დროს მას ზეციური ხმა მოესმა:
-ქალაქის ამა და ამ კართან მიდი და ვისაც პირველს დაინახავ შემოსულს, მას სთხოვე, რომ ილოცოს. ეს იქნება შესმენილი ზეცაში.
დილის მსახურების შემდეგ ეპისკოპოსი ეკლესიის მსახურებთან ერთად გამოვიდა და ქალაქის ჭიშკართან დაჯდა. უეცრად ვიღაც ბერი მოვიდა, ტომით ეთიოპიელი, რომელსაც ქალაქში გასაყიდად ზურგით შეშა მოჰქონდა. ეპისკოპოსი ადგა და შეაჩერა იგი. ბერმა ტვირთი ჩამოიღო და წმიდა მამას თაყვანი სცა, მაგრამ ეპისკოპოსმა თვითონ ითხოვა მისგან კურთხევა და უთხრა:
-მამაო! ღვთის სახელით გთხოვ, უფლის წინაშე ვილოცოთ, რათა მან თავის ხალხზე წყალობა მოიღოს და დედამიწას წვიმა აპკუროს.
გაოცებულმა შეშის მზიდავმა აღარ იცოდა, რა ეპასუხა ეპისკოპოსისთვის, შემდეგ უთხრა:
-მე ცოდვილი ვარ; როგორ შემიძლია ვილოცო ადამიანებისათვის? - მაგრამ წმიდა მამა დაჟინებით მოითხოვდა და როგორც კი ბერმა (რომელიც ღვთის სახელით აიძულეს ამის გასაკეთებლად) მუხლი მოიყარა და ხელები ზეცად აღაპყრო, უეცრად ცაზე ღრუბლები გამოვიდა და წვიმაც წამოვიდა.
ლოცვის დასასრულს ეპისკოპოსმა ბერს უთხრა:
-მოყვასის სიყვარულისა და საერთო სარგებლობისათვის, გვითხარი, როგორ ცხოვრობ, რათა ჩვენც შენს მაგალითს მივბაძოთ და ასევე ვიცხოვროთ.
-მომიტევე, მეუფეო! - უპასუხა თავმდაბალმა ბერმა, - მე ცოდვილი ადამიანი ვარ; ამაოებაშ ცხოვრებისათვის დავიბადე: ყოველ ღამით გამოვდივარ ქალაქიდან, ვჭრი შეშას, ვყიდი მას და ამით ვშოულობ საარსებო ლუკმაპურს