ავტორი:
პაისი მთაწმინდელი
თემა: ანგელოზი, სიხარული, შფოთი, ეშმაკი
ანგელოზი, რადგან ანგელოზია, ყოველთვის განაფენს თავის ირგვლივ იმას, რაც მას გააჩნია: სიხარულსა და ზეციურ მხიარულებას, ხოლო ანგელოზის სახელით შენიღბული დემონი შფოთს აფრქვევს (იმას, რაც მას გააჩნია) ან ოდნავ აღელვებს გულს ხორციელად, რათა სული ხორციელი სიამტკბილობით მოხიბლოს და წარმოუდგენს თითქოს იგი სულიერი, ღვთაებრივი იყოს.