image
ავტორი: ილია II

თემა: ბოროტი აზრები,  კეთილი აზრები,  სიკეთე,  ბოროტება,  აზრები

ესა თუ ის კეთილი თუ ბოროტი სურვილი ჯერ აზრობრივად ყალიბდება და მერე იქცევა იგი მოქმედებად.
    თუ კეთილი რამ განიზრახე, მაინც კარგად დაფიქრდი, მრავალი კუთხით განიხილე იგი და განსაზღვრე მისი შემდგომი განვითარებაც. დაიმახსოვრე, კეთილი ფიქრი ისაა, თუ განხორციელების შემთხვევაში სიხარულს მოუტანს არა მარტო მას, რომელ ადამიანშიც იგი იშვა, არამედ, უპირველეს ყოვლისა, სხვებს, - მის გარშემო მყოფთ. მსგავსად ამისა, ბოროტი განზრახვაც პირველ რიგში ზიანს აყენებს თვითონ ამ ადამიანს, ანგრევს მის სულიერ ტაძარს, შეურაცხყოფს და ბილწავს მას.
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები