image

თემა: ვნებები

74. გონება ცოდვილ ზრახვებს შემდეგი სამი გზით იღებს: გრძნობათა მეშვეობით, სხეულის მდგომარეობიდან გამომდინარე და მოგონებებიდან. გრძნობათა მეშვეობით, - როცა მათზე (გრძნობებზე) ისეთი საგნები მოახდენენ შთაბეჭდილებას, რომელთა მიმართაც ჩვენ ვნება გაგვაჩნია და ისინი გონებაში ვნებიან ზრახვებს აღძრავენ; სხეულის მდგომარეობიდან გამომდინარე, როცა თავს არ ვიკავებთ საკვებთან მიმართებაში, ანდა დემონის ან რომელიმე ავადმყოფობის ზემოქმედების შედეგად შეცვლილი სხეულის მდგომარეობა გონებაში ვნებიან ზრახვებს ან კიდევ ღვთის ნებისადმი წინააღმდეგობას აღძრავს; მოგონებებიდან, - როცა წარმოსახვა იმ საგნებზე ფიქრს განაახლებს, რომელთა მიმართაც ვილტვოდით და ამგვარად გონებაში ვნებიან ზრახვებს წარმოშობს.
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები