გისურვებთ, უფალმა მოგანიჭოთ წმინდა სიყვარული, რომელიც მისი მფლობელის პირს ზღუდეს უდებს; იცავს განკითხვის, ძვირისზრახვის, ცილისწამების, სიცრუის, თვალთმაქცობისა და იმ უთვალავ ბოროტებათა უფსკრულში ჩავარდნისგან, რომელსაც ჭეშმარიტი უფლ...
იხილეთ სრულად
გისურვებთ, უფალმა მოგანიჭოთ წმინდა სიყვარული, რომელიც მისი მფლობელის პირს ზღუდეს უდებს; იცავს განკითხვის, ძვირისზრახვის, ცილისწამების, სიცრუის, თვალთმაქცობისა და იმ უთვალავ ბოროტებათა უფსკრულში ჩავარდნისგან, რომელსაც ჭეშმარიტი უფლის სიყვარულის ნაკლებობა ენის მეშვეობით შობს.
link
ჩვილების მოკვლა - ეგოიზმის, სისასტიკის, მხდალობისა და თვალთმაქცობის შენადედია.
წმიდაო მამაო, რამდენი განდეგილია წმიდა მთაზე?
ცივი ადამიანი, რომელიც მორწმუნე არ არის, შეიძლება სწრაფად გახდეს მორწმუნე და ცხელი, ვიდრე ნელთბილი, ქრისტიანული სარწმუნოებისადმი გულგრილი. ნამდვილი ცოდვილიც კი უკეთესია ნელთბილ ფარისეველზე, რომელიც კმაყოფილია თავისი ზნეობრივი მდგო...
იხილეთ სრულად
ცივი ადამიანი, რომელიც მორწმუნე არ არის, შეიძლება სწრაფად გახდეს მორწმუნე და ცხელი, ვიდრე ნელთბილი, ქრისტიანული სარწმუნოებისადმი გულგრილი. ნამდვილი ცოდვილიც კი უკეთესია ნელთბილ ფარისეველზე, რომელიც კმაყოფილია თავისი ზნეობრივი მდგომარეობით. ამიტომ უფალი იესო ქრისტე ჰგმობდა ფარისევლებს, უპირატესობას აძლევდა მონანულ მებაჟეებსა და მრუშებს. გაცხადებულ, გახსნილ ცოდვილებს ადვილად შეუძლიათ მივიდნენ საკუთარი ცოდვების გაცნობიერებამდე და ჭეშმარიტ მონანიებამ...
link
ეკრძალეთ სიმართლის ქმნას კაცთა წინაშე იმ მიზნით, რომ მათ დაგინახონ; თორემ ვერ მიიღებთ საზღაურს მამის თქვენის ზეციერისგან.
თ. 6
ატარე სათნოების სახე, მაგრამ არა იმისათვის, რომ მოატყუო ისინი, ვინც გხედავენ, არამედ იმისათვის, რომ მათ სარგებლობა მოუტანო.
იყავი უმეცარი სიბრძნეში და ნუ მოაჩვენებ თავს ბრძნად, როდესაც უგუნური ხარ;
932. რისი საიდუმლოა უფლის ფერისცვალება თაბორის მთაზე?
ვევლტოდით კაცთმოთნებასა და მაჩუენებლობასა, რამეთუ მაჩუენებლობაი ფიცხელი ვნებაი არს და იგი არს პირველი საქმე ეშმაკისაი, რამეთუ მით დასცა ადამი. და ყოველი ბოროტი მაჩუენებლობით დაიწყების, ვითარცა ყოველი კეთილი სიწრფოებით და სიმართლით...
იხილეთ სრულად
ვევლტოდით კაცთმოთნებასა და მაჩუენებლობასა, რამეთუ მაჩუენებლობაი ფიცხელი ვნებაი არს და იგი არს პირველი საქმე ეშმაკისაი, რამეთუ მით დასცა ადამი. და ყოველი ბოროტი მაჩუენებლობით დაიწყების, ვითარცა ყოველი კეთილი სიწრფოებით და სიმართლით იქმნების, რომელსა არა არს ზაკუვაი. ხოლო მაჩუენებლობაი მედგარ არს ყოვლით კერძოვე, ღონისმეძიებელ, მოსწრაფე შთაგდებად კაცისა, რომელი არა მოეგონოს, დაღათუ ზაკუვაი მისი კაცთაგან დაიფარის, ხოლო ღმრთისაგან არარაი დაიფარვის
link
ერთისა, უმეტესად მავნებელისა და არა შესაწყნარებელისა ჩვეულებისათვის მე კიდეც გითხარი თქვენ ძმანო ჩემნო, ესე იგი გრძელისა მის წყობილებისა და ტირილისათვის, დროსა მიცვალებულთა განსვენებისასა. აღსრულება ჩვეულებისა ამის ადვილად ასწავლი...
იხილეთ სრულად
ერთისა, უმეტესად მავნებელისა და არა შესაწყნარებელისა ჩვეულებისათვის მე კიდეც გითხარი თქვენ ძმანო ჩემნო, ესე იგი გრძელისა მის წყობილებისა და ტირილისათვის, დროსა მიცვალებულთა განსვენებისასა. აღსრულება ჩვეულებისა ამის ადვილად ასწავლის კაცსა ფარისევლობასა და პირმოთნეობასა. ყოველი მწუხარება და ტირილი, ძმანო ჩემნო ქრისტიანენო, არის ბუნებითი, უნებრივი გრძნობა. მწუხარება და ტირილი ჩემდა უცნობელად და უნებრივად უნდა მქონდეს მე გულში; გარნა, უკეთუ მე წინათვ...
link