მრავალი რამ გამოვცადე ცხოვრებაში და სულის მშვიდობისა და სიმყუდროვისათვის უკეთესი ვერაფერი ვნახე, გარდა ზომიერი ნაყროვანებისა, ერთ ადგილზე მკვიდრობისა და უფლის სიტყვის ბეჯითად სწავლისა.

არქიმანდრიტი თეოფანე ნოვოზერელი - ციტატები, ამონარიდები
ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები
უფლის გული მოიგება ადამიანებთან ალერსიანი მოპყრობით, განრისხებულის დაცხრომით, უკეთური საგნებისაგან მზერის არიდებით, უკეთური აზრების უკუგდებით, ლოცვისათვის საკუთარი თავის ძალდატანებით.
როგორ ვერბძოლოთ გარეშე აზრებს: ლოცვის ან სასულიერო თემაზე მსჯელობისას ერიდეთ თქვენს გუნებაში გარეშე აზრების მოძალებას. უბრძანეთ მათ – „სახელითა უფლისათა კრულ გყოფ!“ – და უკეთური აზრი მყისვე დაგემორჩილებათ. იესოს ლოცვითა და პირჯვრი... იხილეთ სრულად
ყოველი მანკიერება ბოროტებაა და სულისათვის მავნებელი, მაგრამ განსაკუთრებით მქისე და დამღუპველია თავის მართლება და კამათის სიყვარული. სწორედ ამიტომაც არის, რომ ეშმაკი გაიძულებს წინააღუდგე, შეეკამათო თავის გასამართლებლად, ვინაიდან იც... იხილეთ სრულად