სიზარმაცე, უდებება, მცონარობა - ციტატები, გამონათქვამები
იყო ერთი მონაზონი, რომელიც ისეთ უდებებაში ჩავარდა, რომ ლოცვის კანონსაც აღარ ასრულებდა და ერისკენ იბრუნა პირი. ის თავის სამშობლოში, კეფალონიაში ჩავიდა, სადაც, როგორც ცნობილია, ბევრი ეშმაკეული ისწრაფვის წმინდა გერასიმესგან კურნების ... იხილეთ სრულად
ეშმაკი ხელს გვიშლის ლოცვის წარმოთქმაში იმიტომ, რომ უფრო ადვილად შეძლოს ჩვენი დატყვევება. მას მოაქვს უდებება, ამაო საზრუნავი, ათასგვარ დაბრკოლებას გვიქმნის ერთადერთი მიზნით – წინ აღუდგეს ლოცვას.
რა გვეთქმის, როცა ვზარმაცობთ და ისე უნიათოდ ვლოცულობთ, რომ ეს უსუსური ლოცვა ცოდვისა და ვნებების სნეულებას ჩვენი გასრესისა და დასნებოვნების უფლებას აძლევს?
ჩვენ, მონაზვნებმა, ლოცვაში უდებება არ უნდა გამოვიჩინოთ. ერში ბევრი ადამიანი, განსაკუთრებით ქალები, გულმოდგინედ არიან დაკავებულნი ლოცვის ღვაწლით; მიუხედავად იმისა, რომ ჰყავთ შვილები, აქვთ საზრუნავი, სამსახური და კიდევ უამრავი სხვად... იხილეთ სრულად
წმინდა მამათა თანახმად, ქრისტეს სახელს აღმადგინებელი ძალა აქვს, უფლის ლოცვას შესწევს ძალა, აღადგინოს ის უკიდურესად დაცემული სული, რომელიც დაუძლურდა, უდებებამ მოიცვა და ცოდვაში ჩავარდა.
თუ მტკიცედ და განუწყვეტლივ ილოცებთ, არ დაეცემით; ხოლო თუ ლოცვაში უდებებას გამოიჩენთ, მაშინ იცოდეთ, რომ სრულ დაცემამდე მიხვალთ.
მუდმივად იმეორე იესოს ლოცვა; ის ყველაფერს გამოასწორებს, რადგან ვინც ლოცულობს, ნათლდება, ხოლო მას, ვინც ჩემსავით ზარმაცობს ლოცვაში, გონება უბნელდება.
თუ მოწყინება, უდებება და გულგრილობა გვიახლოვდება, შიშით, ტკივილით და გონების დიდი სიფხიზლით ვილოცოთ და ღვთის მადლით ნუგეშისა და სიხარულის სასწაული სწრაფად აღსრულდება ჩვენზე.
დაიცავი მდუმარება, მუდმივად ილოცე, თავი დაიდანაშაულე და ნახავ, როგორ გლოვას, ცრემლსა და სიხარულს იგრძნობ. მაგრამ თუ იზარმაცებ, მაშინ სიცივე და გულგრილობა შეცვლის ამ მადლს.
თავი აიძულეთ სულიერი მოვალეობების შესასრულებლად, რადგან თავის იძულება მტკიცე კედელივითაა, რომელიც მდინარეს ხელს უშლის, ბაღი დატბოროს და მებაღის ნაშრომი გაანადგუროს. მაგრამ თუ ვზარმაცობთ, მაშინ მდინარე ბაღში შევარდება და ყველაფერს ... იხილეთ სრულად