წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული) - ციტატები, გამონათქვამები
წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული) - ციტატები, გამონათქვამები წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული) |
27. არსებობს ნაწილობრივი მცნება და არსებობს სხვა - ყოვლისმომცველი, რადგან უფალი, ერთი მხრივ, ბრძანებს, რომ ნაწილობრივ მივუბოძოთ არასმქონეს (ლკ.3.11), მეორე მხრივ კი გვამცნებს, რომ განვეშოროთ მთელ ქონებას (ლკ.14.33).
220. ვინც წმინდა წერილის მცნებებსა და შეგონებებზე არ იზრდება, გაიდენება იგი ცხენის მათრახითა და ვირის სახრეთი (შდრ. იგავ. 26.3), ხოლო თუ ამათაც განაგდებს, მაშინ „აღვირითა და ლაგმით მოითრგუნება მისი ყბები“ (ფს. 31.9)
ბოროტის ვერაგობა მრავალხლართიანი ბადეა: მცირე დაუდევრობასაც თუ გამოიჩენს მასში გაბმული, სრულიად გაიხლართება.
206. სიბრძნეა არა მხოლოდ ის, რომ ბუნებრივი კანონზომიერების შესაბამისად ვიცოდეთ ჭეშმარიტება, არამედ აგრეთვე ისიც, რომ დავითმენდეთ ჩვენს შეურაცხმყოფელთა უკეთურებას როგორც კუთვნილს, რადგან რომლებიც პირველში დარჩნენ (ე.ი. იმ სიბრძნეში... იხილეთ სრულად
84. საღვთო წერილის სიტყვები საქმეთა მიერ აღმოიკითხე და ნუ იქნები ვრცლადმეტყველი მარტივთა მიმართ, შემეცნებებით მოამპარტავნე.
72. რაოდენ შერხვენასაც მიიღებს ადამიანი ქრისტეს ჭეშმარიტების გამო, ასგზის მეტად იდიდება იგი მრავალთა მიერ, უმჯობესია კი ყოველივე სიკეთის კეთება სამერმისოთა გამო.
198. იაკობმა იოსებს ჭრელი პერანგი შეუკერა, უფალი კი ჭეშმარიტების ცოდნას მიჰმადლებს მშვიდს, როგორც დაწერილია, რომ "ასწავლის უფალი თავის გზებს მშვიდებს" (ფს. 24.9).
181. რომლებისგანაც არ გაქვს აღსარება მორჩილებისა, ნუ შეეპაექრები მათ, როდესაც უპირისპირდებიან ჭეშმარიტებას, რათა არ აღძრა მძულვარება, თანახმად წერილისა (იგავ. 9.8).
თავისუფლების კანონი ყოველგვარ ჭეშმარიტებას გვასწავლის და მრავალი საკუთარი შემეცნების მიხედვით კითხულობს მას, მაგრამ ცოტას თუ შეუცნია ის მცნებათა აღსრულების შესაბამისად.