წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული) - ციტატები, გამონათქვამები
წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული) - ციტატები, გამონათქვამები წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული) |
180. მართლად მეტყველსაც მართებს, რომ, ასე ვთქვათ, ღვთისგან მიღოს სიტყვები, რადგან ჭეშმარიტება მეტყველისა კი არ არის, არამედ შემწევნელი ღვთისა.
სიმართლის მთქმელი სიტყვას თავადაც უნდა ღებულობდეს, როგორც ღვთისაგან; რამეთუ ჭეშმარიტება მთქმელის საკუთრება კი არ არის, არამედ მოქმედი ღმერთისა.
ნუ ეცდები მხილებით მოუტანო სარგებელი მას, ვინც სათნოებებით თავს იქებს; რამეთუ ვისაც თავის გამოჩენა უყვარს, ის ჭეშმარიტების მოყვარული ვერ იქნება.
თავმდაბლის ბაგენი ჭეშმარიტებას ღაღადებენ და ვინც მას ეწინააღმდეგება, იმ მსახურს ემსგავსება, უფალს რომ ლოყაში გაარტყა.
145. საგანთა ცოდნა მცნებათა აღსრულების შესაბამისად შეგვეძინება, ხოლო ჭეშმარიტების შემეცნება – თანაშეზომილად ქრისტესადმი სასოებისა.
186. ვინც ნებსით არ იტვირთავს სიძნელეებს ჭეშმარიტების გამო, არანებსითი სიძნელეებით უმტანჯველესად განისწავლება.
36. ვინც ხოტბათა ნიაღვარში ცილისწამებასა და ძაგებას ფარავს, ამგვარი ვინმე ძნელად გამოსავლენია უმარტივესთათვის. მისი მსგავსია, აგრეთვე, ის, ვინც ცუდმედიდობს თავმდაბლური სახით. ესენი თუმცა კარგა ხანს ახერხებენ მზაკვრულად გადასძლიონ ... იხილეთ სრულად
98. ყველა ბოროტების მიზეზია ცუდმედიდობა და სიამეთმოყვარეობა. ვინც ამათ არ მოიძაგებს, ვერ აღმოფხვრის ვნებას.
10. მავანნი, სათნოების გამო შექებულნი, დატკბნენ და ცუდმედიდობის სიამე თავიანთ ნუგეშად შერაცხეს, სხვებმა კი, ცოდვის გამო მხილებულებმა, ტკივილი განიცადეს და ეს სასარგებლო ტკივილი ბოროტების მოქმედებად შერაცხეს (მუხლის აზრი ისაა, რომ ... იხილეთ სრულად