წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული) - ციტატები, გამონათქვამები
წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული) - ციტატები, გამონათქვამები წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული) |
127. როდესაც ხედავ მავანს, მრავალი უპატიობის გამო დამწუხრებულს, შეიცანი, რომ იგი, ცუდმედიდობის გულისზრახვებით აღვსილი, სიმწრით იმკის გულის თესლთა თავთავებს.
157. მართლაც, ისევე როგორც სათნოებებს ბუნებრივად შობს შეჭირვებანი და შეურაცხებანი, ასევე ბოროტებებსაც – სიამენი და ცუდმედიდობანი.
164. თავმოთნენი და ცუდმედიდნი წადიერად შეეწყობიან ურთიერთს, რადგან თავმოთნე აქებს ცუდმედიდს, მონურად ქედმოხრილს, ცუდმედიდი კი განადიდებს თავმოთნეს, მუდმივიად მის მაქებელს.
მოწეული განსაცდელის ჟამს სიფხიზლეს, ლოცვასა და მოთმინებას გულისთვის მოაქვს უვნებელი და სასარგებლო შემუსვრილება, მხოლოდ სიჭარბით თუ არ დავარღვევთ მათ თანაზომიერებას. ვინც მათში მოთმინებას გამოიჩენს, დანარჩენშიც შეწევნას მიიღებს; ხო... იხილეთ სრულად
130. სახურავიდან ჩაშვებული დავრდომილი ესაა მორწმუნეთა მიერ ღვთისნიერად მხილებული ადამიანი, რომელიც მათი რწმენის გამო იღებს შენდობას (შდრ. ლლ. 5.19).
148. უდრტვინველ ადამიანს შეეწევა რწმენითი სიტყვა, რადგან იგი არ ამოწმებს ღვთის სულგრძელებას და არ იგვემს თავს ხშირი შეცოდებებით.
44. ვისაც ქრისტე სწამს მომავალ საზღაურთან მიმართებაში, რწმენის შესაბამისად გულმოდგინედ იტანს ყოველგვარ წყენას
47. დიდი სათნოებაა მოწევნულთა დათმენა და მოძულე მოყვასის სიყვარული, თანახმად უფლის სიტყვისა (მთ.5.44).
155. ამჟამინდელი შეჭირვებანი წინდაწინვე თანაშეუნაცვლე სამერმისო სიკეთეებს და აღარასოდეს მოასუსტებს შენს შემართებას უზრუნველობა (ე.ი. შეცოდება, დაუდევრობა)