
ავტორი:
წმ. სილუან ათონელი
თემა:
ლოცვა
თუ შენს გონებას სურს ლოცვა გულში და არ შეუძლია, მაშინ იკითხე ლოცვა ბაგეებით და გონება ამყოფე ლოცვის
თუ შენს გონებას სურს ლოცვა გულში და არ შეუძლია, მაშინ იკითხე ლოცვა ბაგეებით და გონება ამყოფე ლოცვის სიტყვებში. დროთა განმავლობაში უფალი მოგცემს შენ გულითად ლოცვას ზრახვების გარეშე და ადვილად ილოცებ. ზოგიერთებმა დაიზიანეს გული იმიტომ, რომ გააძლიერეს გონებით ლოცვა გულში და მივიდნენ იქამდე, რომ შემდეგ პირითაც ვერ ახერხებდნენ მის წარმოთქმას. მაგრამ იცოდე წესრიგი სულიერი ცხოვრებისა: საჩუქრები ეძლევა უბრალო, მოჩილ, დამჯერე სულს. ვინც მოჩილია და ყველაფერში თავშეკავებული – საკვებში, სიტყვაში, მოძრაობაში, მას თვითონ უფალი აძლევს ლოცვას და იგი ადვილად სრულდება გულში. განუწყვეტელი ლოცვა მოდის სიყვარულისაგან, ხოლო იკარგება განკითხვისაგან, უქმმეტყველებისაგან და თავშეუკავებლობისაგან. ვისაც ღმერთი უყვარს, იგი მასზე ფიქრობს დღე და ღამე, იმიტომ რომ გიყვარდეს ღმერთი, არავითარ საქმეს ხელს არ უშლის. მოციქულებს უყვარდათ ღმერთი და მსოფლიო მათ არ უშლიდა ხელს, თუმცა ახსოვდათ სამყარო, ლოცულობდნენ კიდეც მისთვის, ჰქადაგებდნენ. აი, არსენი დიდს კი მოესმა ღმერთისგან: „გაექეცი ადამიანებს“, მაგრამ ღვთის სული უდაბნოშიც გვასწავლის ლოცვას ადამიანებისათვის და მთელი მსოფლიოსათვის.
|