წმ. თეოფანე დაყუდებული
თემა: ლოცვა

ლოცვების დაზეპირება ლოცვითი მოღვაწეობის ერთ–ერთი ხერხია, თქვენ კი გეგონათ, როგორც კი დაიზეპირებდით

ლოცვების დაზეპირება ლოცვითი მოღვაწეობის ერთ–ერთი ხერხია, თქვენ კი გეგონათ, როგორც კი დაიზეპირებდით სიტყვებს, უმალ გულიდან ამოგივიდოდათ ლოცვა? ახლა ხედავთ, რომ მოლოდინმა არ გაამართლა, თუმცა ამაში დამნაშავე ლოცვების დაზეპირება კი არ არის, არამედ ის ხერხი, რომელიც გამოიყენება ამ საქმეში, ხერხი, რომელსაც იყენებს ის, ვინც იზეპირებს. ლოცვების დაზეპირება საჭიროა არა იმდენად მეხსირებით, რამდენადაც გულითა და გონებით. ლოცვის სულით უნდა აღივსო. გაიაზრო მისი შინაარსი, შეიგრძნო და შეითვისო იგი ისე, რომ როცა შეუდგები ზეპირად ლოცვას, აზრი და გრძნობა წინ უძღოდეს სიტყვებს. როგორც ხედავთ, აქაც ყურადღების დაძაბვა გმართებთ. გულს ძალა დაატანეთ, რომ შესატყვისი გრძნობები აღიძრას. სწორედ ასეთი ლოცვა იქნება უკეთესი საშუალება მლოცველის სულის აღზრდისათვის. დაზეპირებული ლოცვა გარკვეულწილად უკვე არის შინაგანი ლოცვა. იგი უფრო ახლოსაა გულისმიერ ლოცვასთან. ზეპირად ლოცვისას ეცადეთ გონება გულში ჩაიტიოთ, როგორც რაიმე ცარიელი ჭურჭელში. თუ ამას შესძლებთ, მაშინ განურთველი ლოცვის ჩვევასაც შეიძენთ.
 
თემატური კითხვები
0