
ავტორი:
პაისი მთაწმინდელი
ნამდვილი ლოცვა – ეს სიამოვნება, ნირვანა კი არაა, იგი ტკივლიდან იწყება. რა ტკივილია ეს? ადამიანი
ნამდვილი ლოცვა – ეს სიამოვნება, „ნირვანა“ კი არაა, იგი ტკივლიდან იწყება. რა ტკივილია ეს? ადამიანი იტანჯება ამ სიტყვის კარგი გაგებით. მას სტკივა, იგი კვნესის, იტანჯება, რაზეც არ უნდა ლოცულობდეს. იცით რას ნიშნავს „ტანჯვა“? დიახ, ის იტანჯება იმიტომ, რომ საერთო ადამიანურ ან რომელიმე კონკრეტული ადამიანის ტკივილში თანამონაწილეობს. ამ თანამონაწილეობისათვის, ამ ტკივილისათვის ღმერთი აჯილდოვებს მას საღვთო სიხარულით. რა თქმა უნდა, ადამიანი არ ითხოვს საღვთო სიხარულს, ის მოდის როგორც შედეგი, რამდენადაც იგი სხვისი ტკივილის თანამონაწილეა.
|