თემა: ლოცვა

პირველ რიგში, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ლოცვა ეს არის შეხვედრა. ეს არის ღრმა ურთიერთობა,

პირველ რიგში, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ლოცვა ეს არის შეხვედრა. ეს არის ღრმა ურთიერთობა, რომელიც არ შეიძლება აიძულო ან საკუთარ თავს და ან ღმერთს. თვით ის ფაქტი, რომ ღმერთს შეუძლია აშკარად გვაგრძნობინოს თავისი მყოფობა, ან თავისივე არყოფნის გრძნობით დაგვტოვოს, უკვე ამ რეალური, ცოცხალი ურთიერთობის ნაწილია. შესაძლებელი რომ ყოფილიყო, ჩვენთან შესახვედრად მექანიკურად გამოგვეძახებინა ღმერთი, გვეიძულებინა იგი, შეგვხვედროდა მხოლოდ იმიტომ, რომ სწორედ ეს დრო გვქონდა ჩვენ მასთან შესახვედრად დათქმული, მაშინ არც შეხვედრა შედგებოდა და არც ურთიერთობა. ამგვარად შეიძლება შეხვდე გამონაგონს, წარმოსახვის ნაყოფს, სხვადასხვაგვარ კერპებს, რომლებიც შეგიძლია ღმერთის მაგიერ აღმართო შენს წინაშე. მაგრამ ამავეს ცოცხალ ღმერთთან ურთიერთობაში ან ურთიერთობებში ვერ იზამ. ისევე როგორც ეს ცოცხალ ადამიანებთან ურთიერთობებისას არის შეუძლებელი. ურთიერთობები შესაძლებელია მხოლოდ ორმხრივი თავისუფალი ნების საფუძველზე დაიწყოს და განვითარდეს.
 
თემატური კითხვები
0