
ავტორი:
წმ. სილუან ათონელი
თემა: ადამი და ევა, მადლის დაკარგვა
უფალს ვუყვარვართ ჩვენ იმაზე მეტად, ვიდრე დედას თავისი შვილები და გვაძლევს ჩვენ სულიწმიდის მადლს, როცა სული ჰკარგავს მადლს, ძლიერ სწუხს და ფიქრობს: „რაღაცით ვაწყენინე მეუფეს“. ამ მძიმე წუთებში სული თითქოს ციდან მიწაზე ეცემა და ძლიერ იტანჯება. ო, როგორ ევედრება მაშინ სული უფალს, რათა ისევ მისცეს თავისი მადლი. შეუძლებელია ამის აღწერა. ვის შეუძლია აღწეროს სიყვარულის გზნება უფლისადმი? სული აფორიაქებულია სანამ უფალი არ მისცემს მას თავის მადლს. სული, რომელმაც დაკარგა მადლი, დარდობს და ტირის მსგავსად ადამისა, რომელიც განიდევნა სამოთხიდან. არავის, ღმერთს გარდა, არ შეუძლია მისი დამშვიდება. ადამის ცრემლები მდინარეებად მოდიოდა, ასველებდა სახეს, გულმკერდს, მთელ მიწას. ამოოხვრება მისი იყო ღრმა და ძლიერი. იგი იძახდა: „უფალო, ამიყვანე მე ისევ სამოთხეში“. ადამის სული სრულქმნილი იყო ღმერთის სიყვარულში და იცოდა სამოთხის მთელი სიტკბოება, მაგრამ გამოუცდელი იყო და არ უკუაგდო მან ცდუნება ევასი, როგორც უკუაგდო თავისი ცოლის ცდუნება იობმა.
|
|